ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
კანონპროექტი კორსიკას აძლევდა შესაძლებლობას, საფრანგეთის კანონმდებლობა საკუთარ თავისებურებებს მოარგოს და ადგილობრივი კანონები მიიღოს.
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, კუნძულ კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ საკონსტიტუციო რეფორმის კანონპროექტი უარყო.

საფრანგეთის სენატში, სადაც უმრავლესობას მემარჯვენეები შეადგენენ, კორსიკის საკითხზე გამართულ სხდომაზე კუნძულისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების საკონსტიტუციო პროექტს კენჭი უყარეს.

კენჭისყრაზე 134 „მომხრის“ წინააღმდეგ 181 „მოწინააღმდეგე“ ხმა დაფიქსირდა.

კორსიკელმა სენატორმა პოლ ტუსენმა პარლამენტის ზედა პალატის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას პროტესტით უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი მთავრობასთან შეთანხმების (დიალოგის) პროცესიდან გადიან.

საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის ფარგლებში, მიზნად ისახებოდა საფრანგეთის შემადგენლობაში კუნძულ კორსიკისთვის მინიჭებული „ავტონომიის სტატუსის“ საფრანგეთის კონსტიტუციაში შეტანა.

კანონპროექტი კორსიკას აძლევდა შესაძლებლობას, საფრანგეთის კანონები და კანონმდებლობა საკუთარ თავისებურებებს მოარგოს და კანონები თავად გამოსცეს.

ამასთანავე, საფრანგეთი კუნძულთან დაკავშირებით თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და დიპლომატიის სფეროებში უფლებამოსილებებს კვლავ შეინარჩუნებდა.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში - ეროვნულ ასამბლეაში - ივნისში გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტი 271 ხმით 202-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს სამთავრობო ფლანგმა და მემარცხენე დეპუტატებმა.

საფრანგეთში საკონსტიტუციო რეფორმის კანონპროექტის ძალაში შესასვლელად სპეციალური პროცედურის გავლაა საჭირო:

პირველ ეტაპზე, ასამბლეა და სენატი ერთსა და იმავე ტექსტზე უნდა შეთანხმდნენ და კანონპროექტი ცალ-ცალკე გამართულ კენჭისყრებზე დაამტკიცონ; ხოლო მეორე ეტაპზე, პროექტმა ყველა ფრანგი პარლამენტარისგან შემდგარი კონგრესის ხმების 3/5 უნდა მიიღოს.

პროცესის წინაპირობა

კორსიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ფიგურა, ივან კოლონა, 2022 წლის 2 მარტს, საფრანგეთის ქალაქ არლის ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა, სხვა პატიმრის თავდასხმის მსხვერპლი გახდა და 2022 წლის 21 მარტს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კორსიკაში, პროფკავშირების მოწოდებით, კოლონას ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები გაიმართა, მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების შედეგად კი მრავალი ადამიანი დააკავეს.

ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ცნობებში აღინიშნებოდა, რომ კოლონას სიკვდილის შემდეგ დაწყებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა საფრანგეთის მთავრობას კუნძულ კორსიკის ავტონომიასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაჩქარებისკენ უბიძგა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2023 წლის სექტემბერში „კორსიკისთვის დამახასიათებელი სპეციალური ავტონომიის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

აღმოაჩინეთ
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
უზბეკეთმა ირანს „სამარყანდის ისტორიულ მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებული პოსტების გამო ნოტა გადასცა
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ათასობით ისრაელელმა თელ-ავივში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა
რუსეთი: უკრაინაში ლოჯისტიკურ ცენტრებსა და მშრალტვირთმზიდ გემს დავარტყით
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ირანს ხვალ დაესხას თავს ან მასთან დიდი შეთანხმება გააფორმოს
რუსეთი: უკრაინაში პორტსა და მოძრავ მშრალტვირთმზიდ გემს ვესროლეთ
თურქეთმა მკაცრად დაგმო იორდანიაში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა
უკრაინა: ოლეშკის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ
მინისტრი ფიდანი: რეგიონული საკითხების მოგვარებაში პასუხისმგებლობის აღებას გავაგრძელებთ
ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის გამოხმაურება რუმინეთთან გემზე თავდასხმაზე
სტამბოლში R4-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: „სამართლიანი გადაწყვეტილებებისთვის შუამავლობის გაწევას გავაგრძელებთ“
მაკრონის განცხადებით, არაპროფკავშირული აქციები ყველგან აიკრძალება
ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მომხდარი 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა