ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ესტონეთის ახალი პრეზიდენტი იურისტი იულე მადისე გახდა
მადისე 12 ოქტომბერს ფიცს დადებს და თავის 5-წლიან უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგება.
ესტონეთის ახალი პრეზიდენტი იურისტი იულე მადისე გახდა
ესტონეთის ახალი პრეზიდენტი იურისტი იულე მადისე გახდა

ბალტიისპირეთის ქვეყანა ესტონეთის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად იურისტი იულე მადისე აირჩია.

ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ესტონეთის 101-ადგილიან პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა.

ფარულ კენჭისყრაში ერთადერთ კანდიდატად მონაწილე მადისემ 71 ხმა მიიღო და ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა.

მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობის გადახდისას მადისემ განაცხადა: „ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის გაგებით, საჭიროების შემთხვევაში მწვავე კამათით, მაგრამ მაინც ერთმანეთის მხარდაჭერით, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ ესტონეთისთვის და ესტონეთი იქნება ბედნიერი, კარგი და უსაფრთხო ქვეყანა“.

51 წლის იურისტი მადისე 2015 წლიდან იკავებდა იუსტიციის კანცლერის თანამდებობას, რომელიც ესტონეთში საკონსტიტუციო ზედამხედველობისა და ომბუდსმენის ორგანოს წარმოადგენს.

მადისე 12 ოქტომბერს ფიცს დადებს და თავის 5-წლიან უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგება.

ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ალარ კარისმა მანამდე განაცხადა, რომ მეორე ვადით კანდიდატურას აღარ დააყენებდა.

აღმოაჩინეთ
ირანი: „აშშ-ის მიერ ომის დასრულების წინადადებებზე პასუხი შუამავლების მეშვეობით გადაეცემა“
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 11 ადამიანი დაიღუპა
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში უსაფრთხოება განიხილეს
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
მსოფლიო უკვე სამი წელია ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს
ვენსმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ირანმა გამდიდრების საქმიანობა უნდა შეამციროს
ჰუსიტებმა არაბეთის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები განახორციელეს
ჯანმო-მ რუსეთს შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტზე გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
CIA-მ ისრაელში შიდა დაპირისპირების რისკის გაღრმავების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 20,9 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
ისრაელის გენოციდური თავდაცვის მინისტრი კაცი არმიას ღაზაში მზადყოფნის გაძლიერების ბრძანებას აძლევს
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“