ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ღაზის ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოეწერება, გარანტორებს შორის არიან თურქეთი, კატარი, ეგვიპტე და აშშ
დაახლოებით 2000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ჰამასი 20 ისრაელელ მძევალს გადასცემს. ეს შეთანხმების პირველი ეტაპი იქნება.
ღაზის ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოეწერება, გარანტორებს შორის არიან თურქეთი, კატარი, ეგვიპტე და აშშ
ღაზის ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოეწერება / Reuters

დონალდ ტრამპის მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული გეგმის პირველი ეტაპის შესახებ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, გრინვიჩის დროით 09:00 საათზე მოეწერება.

როგორც Reuters-თან საუბარში წყარომ აღნიშნა, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება.

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, კატარი, ეგვიპტე, აშშ და თურქეთი ღაზის სამშვიდობო შეთანხმების გარანტორების სტატუსით შეთანხმების ტექსტს მოაწერენ ხელს.

ისრაელი და პალესტინის წინააღმდეგობის ორგანიზაცია ჰამასი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის დიდი ხნის ნანატრი შეთანხმების პირველ ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს თელ-ავივის მიერ ღაზაში წარმოებული ომის დასრულებას. ამ ომმა 67 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და ახლო აღმოსავლეთი თავიდან ჩამოაყალიბა.

თუმცა, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმების გამოცხადებისთანავე, რეგიონში არაერთი თავდასხმა განხორციელდა.

სააგენტოს წარმომადგენელმა, მუჰამედ ელ-მუგაიირმა განაცხადა: "გუშინ ღამით ღაზისთვის დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა, განსაკუთრებით ღაზის ჩრდილოეთ რაიონებში," და აღნიშნა, რომ ქალაქ ღაზაზე "ინტენსიური საჰაერო თავდასხმები" განხორციელდა.

მეორე მხრივ, ისრაელის არმიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ რეგიონში განლაგებას და ემზადებიან შესაძლო ოპერატიული ცვლილებებისთვის.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც „როიტერმა“, შეთანხმების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტისა და მთავრობის შეხვედრები ორი საათით, გრინვინგის დროით 14:00 საათზე გადაიდო.

შეთანხმება სამ ძირითად პუნქტს მოიცავს: ისრაელელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება, ისრაელის ჯარების წინასწარ განსაზღვრული ხაზის უკან გაყვანა და ღაზაში საჭირო დახმარების სასწრაფო მიწოდება მრავალწლიანი ბლოკადისა და ომის შემდეგ.

ჰამასის წინააღმდეგობის ორგანიზაციის წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში ჰამასი 20 ისრაელელ მძევალს დაახლოებით 2000 პალესტინელ პატიმარზე გაცვლის.

მოლაპარაკებების მცოდნე წყარომ აღნიშნა, რომ გაცვლა შეთანხმების განხორციელებიდან 72 საათის განმავლობაში მოხდება.

წყარომ დასძინა, რომ ისრაელელი ტყვეები გათავისუფლდებიან სამუდამო პატიმრობა მისჯილი 250 პალესტინელის და ისრაელის მიერ გატაცებული 1700 პირის სანაცვლოდ, რომელთა შორის არიან ბავშვები და ქალები.

აღმოაჩინეთ
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“