შიში, დაღლილობა, წინააღმდეგობა: გრენლანდიელთა პროტესტი ტრამპის მუქარაზე
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
შიში, დაღლილობა, წინააღმდეგობა: გრენლანდიელთა პროტესტი ტრამპის მუქარაზეკუნძულის მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პრეზიდენტის განახლებულ პრეტენზიებს მათ ტერიტორიაზე; ისინი უარყოფენ ფულად და სამხედრო ლოგიკას და დაჟინებით მოითხოვენ საკუთარი ბედის განკარგვისა და მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას
შიში, დაღლილობა, წინააღმდეგობა: გრენლანდიელთა პროტესტი ტრამპის მუქარაზე / AP
22 იანვარი 2026

ნუუკი, გრენლანდია — ნუუკი, როგორც წესი, მშვიდი ქალაქია, თუმცა ბოლოდროინდელმა საპროტესტო აქციებმა, რომლებიც გრენლანდიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად შეფასდა, ეს სიმშვიდე დაარღვია და ქალაქში დაძაბული ატმოსფერო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფიორდი ფოლადივით წყნარია, საუბრების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეხება, რომელიც კვლავ აგრძელებს საუბარს 57-ათასიანი მოსახლეობის მქონე კუნძულისა და მისი რესურსების ხელში ჩაგდებაზე.

ტრამპის დაჟინებულმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ აშშ-მა გრენლანდია უნდა დაიკავოს ან გააკონტროლოს, ძველი პროვოკაცია რეალურ შფოთვად აქცია. საკითხი, რომელსაც ერთ დროს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ახლა მძიმე და დამღლელ ტვირთად იქცა. დედაქალაქ ნუუკში ხალხი არა იმდენად გეოპოლიტიკაზე, არამედ იმაზე მსჯელობს, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენზე არა როგორც ხალხზე, არამედ როგორც „მიწის ნაკვეთზე“ ისე საუბრობენ.

„ხელები შორს გრენლანდიისგან“

მწერალი და რეჟისორი აკა ჰანსენი ამას „ემოციურ სპირალს“ უწოდებს: „არასოდეს მინდა, რომ დონალდ ტრამპი ჩემი პრეზიდენტი იყოს. ჩვენი ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება. ჩემი მიწისთვის ამერიკული დოლარი არ მჭირდება“. ჰანსენი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სხვისი პოლიტიკის იარაღად ყოფნისგან გამოწვეული მენტალური დაღლილობა აწუხებს და დასძენს: „ხელები შორს გრენლანდიისგან. გრენლანდია ჩვენია და ჩვენ აქ მომავალშიც ვიქნებით“.

ჰანსენისთვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სამართლით მათი, როგორც ხალხის აღიარებაა: „ჩვენ ვართ ხალხი. არქტიკასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ცენტრში გრენლანდიელი ხალხი უნდა იდგეს. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც გრენლანდიელ ხალხთან თანამშრომლობა სურს, თუმცა უარს ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენ აღგვიქვან როგორც „პაზლის“ უბრალო ნაწილი“.

გასულ კვირას ათასობით მომიტინგე კუნძულის ისტორიაში ყველაზე დიდ დემონსტრაციაზე გამოვიდა. თოვლსა და ყინულზე მარშით ისინი სკანდირებდნენ: „გრენლანდია არ იყიდება“ და საკუთარ თვითმმართველობას იცავდნენ. რეგიონი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კოპენჰაგენიდან იმართებოდა, 1979 წელს ავტონომიური გახდა, თუმცა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში კვლავ დანიაზეა დამოკიდებული. ტრამპი კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დანიის მფლობელობას დაადასტურებდა: „ის, რომ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწის მფლობელები არიან“.

თვითგამორკვევის უფლება

პარლამენტშიც გზავნილი მკაფიოა. პარტია „ნალერაქის“ წარმომადგენელი იუნო ბერტელსენი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო გრენლანდიელ ხალხზე უნდა ფოკუსირდეს: „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩვენ ვართ ხალხი და ჩვენი გზა დამოუკიდებლობისკენ, ჩვენი თვითგამორკვევის უფლება ამ მოვლენების ცენტრში უნდა იყოს“.

ხოლო მმართველი პარტია „დემოკრატების“ წევრი ბო მარტინსენი საკითხს ყოველდღიურ ჭრილში განიხილავს. ფულად შეთავაზებაზე ის სიცილით პასუხობს: „ადამიანის სიცოცხლეს ფასს ვერ დაადებ. 100 მილიონი დოლარიც კი ვერ მაიძულებს ამ ადგილის დათმობას. ჩემი ცხოვრება და ჩემი თანამოქალაქეები არ იყიდება“.

„ჩემს შვილებს ეშინიათ“

უფლებადამცველისა და დედისთვის, ნაიანგუაკ ჰეგელუნდისთვის, კრიზისი ოჯახებშიც შეიჭრა. ის ამბობს, რომ სურს დამოუკიდებლობა, თუმცა ამ ეტაპზე დანიის სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ამჯობინებს, რადგან ამერიკული შეთავაზება არსებულ ვითარებაზე გაცილებით უარესად მიაჩნია. ჰეგელუნდს ყველაზე მეტად შვილებზე გავლენა აშინებს: „ჩემს შვილებს ეშინიათ. მეკითხებიან, მოვლენ თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები და დაიწყებენ თუ არა სროლას. ღამით დაძინების ეშინიათ, რადგან არ იციან, რა დახვდებათ გაღვიძებისას“.

ნუუკის გარეუბანში მომუშავე ლარნა, რომელიც კიბორჩხალების გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობს, მოკლედ და კონკრეტულად საუბრობს: „ჩვენ არ ვიყიდებით. დამოუკიდებლები ვართ. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“. თუმცა ისიც აღიარებს, რომ რეგიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო დაძაბულია: „ჩვენი თავისუფლების სანაცვლოდ ფული არასდროს მოგვითხოვია. არა, გმადლობთ“.

მთელ ნუუკში ეს გზავნილი სხვადასხვა ხმით მეორდება: გრენლანდიელები არ უარყოფენ მსოფლიოს ინტერესს არქტიკის მიმართ; ისინი უბრალოდ ითხოვენ, რომ მათ ნაცვლად კი არ ილაპარაკონ, არამედ მათ დაეკითხონ.

აღმოაჩინეთ
პუტინი ირანის უშიშროების უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთმა, ტრამპის თხოვნით, უკრაინის ქალაქ კიევზე თავდასხმები შეაჩერა
ტრამპმა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) შემდეგ ხელმძღვანელად კევინ უორში წარადგინა
ტრამპი განიხილავს ირანზე დარტყმას, მიუხედავად ინფორმაციისა, რომ არ არსებობს მოახლოებული ბირთვული საფრთხე
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
აშშ-ის კონგრესმენები: Nvidia-ს ჩიპები ჩინეთის სამხედრო ხელოვნურ ინტელექტს აძლიერებს
ისრაელმა პირველად აღიარა, რომ ღაზის გენოციდის შედეგად 71 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა
ტრამპი პარასკევს აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს
აშშ, ირანთან არსებული დაძაბულობის გამო, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ სამხედრო ხომალდს აგზავნის
ესპანეთი მხარს უჭერს „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას
დანიის საგარეო მინისტრი აშშ-სთან გრენლანდიაზე მოლაპარაკების შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი
„ჩვენი სანავიგაციო შეტყობინებები ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის საქმიანობასთან დაკავშირებით უვადოა“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიტიკული მოლაპარაკებებისთვის პარასკევს თურქეთში ჩამოვა
ირანი: „ტრამპს შეუძლია ომის დაწყება, მაგრამ ვერ გააკონტროლებს, როგორ დასრულდება იგი“
ისრაელის 2026 წლის ბიუჯეტმა ქნესეთის პირველი მოსმენა გადალახა