ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
სუდანში, მდინარე ნილოსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
სამგზავრო ბორანი, რომელზეც 27-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მდინარე ნილოსზე, ტაიბე ელ-ჰავადსა და დიმ ელ-გარაის შორის ამოტრიალდა.
სუდანში, მდინარე ნილოსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
სუდანში, მდინარე ნილოსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა / Reuters

სამედიცინო ჯგუფის ინფორმაციით, სუდანის ჩრდილოეთით, მდინარე ნილოსზე 27-ზე მეტი მგზავრის გადამყვანი ბორნის ამოტრიალების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

„სუდანელ ექიმთა ჯგუფმა“ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბორნით, რომელიც შენდის რეგიონში ტაიბე ელ-ჰავადსა და დიმ ელ-გარაის დასახლებებს შორის მოძრაობდა, 27-ზე მეტი ადამიანი მგზავრობდა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ჯგუფის ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 15 ცხედარი და გადარჩენილია ექვსი ადამიანი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო თავდაცვის გუნდები დაკარგულების ძებნას აგრძელებენ.

„სუდანელ ექიმთა ჯგუფმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა სამდინარო ტრანსპორტის უსაფრთხოების დაბალი დონე, უსაფრთხოების ელემენტარული ზომების ნაკლებობა, ასევე პირველ საათებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების მხრიდან რეაგირების დაგვიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დროული რეაგირების არარსებობამ „კატასტროფის მასშტაბები კიდევ უფრო დაამძიმა“.

„სუდანელ ექიმთა ჯგუფი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა სასწრაფოდ გაგზავნონ სპეციალური სამაშველო გუნდები და სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამდინარო გადაზიდვების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული მსგავსი კატასტროფები, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის შეწირვის მიზეზი ხდება.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“