ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ბურჰანეთინ დურანი: თურქეთი კვლავაც გააგრძელებს ახალი შესაძლებლობების კარების გაღებას
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა: „თურქეთი, ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით, ურთიერთსარგებლის, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავაც გააგრძელებს რეგიონული კავშირების გაძლიერებას."
ბურჰანეთინ დურანი: თურქეთი კვლავაც გააგრძელებს ახალი შესაძლებლობების კარების გაღებას
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, სოციალურ ქსელში თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და რეგიონული კავშირების სფეროებში მზარდი თანამშრომლობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

დურანმა აღნიშნა, რომ ეს უძველესი მიწები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კონტინენტების დამაკავშირებელი სავაჭრო გზების ცენტრში მდებარეობდნენ, დღესაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ძლიერ აქტორად რჩებიან.

მისი თქმით, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და რეგიონული კავშირების სფეროებში განვითარებადი თანამშრომლობა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ჩამოყალიბებული შორსმჭვრეტელი დიპლომატიური ხედვის კონკრეტული გამოხატულებაა:

„წარსულში ცივილიზაციების დამაკავშირებელი გზები, დღეს ახალი სატრანსპორტო დერეფნების მეშვეობით ვაჭრობას, განვითარებასა და კეთილდღეობას მომავლისკენ მიმართავს. რეგიონული კრიზისების შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები აძლიერებს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, არამედ რეგიონულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ მდგრადობასაც. თურქეთი, ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით, ურთიერთსარგებლის, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავაც გააგრძელებს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების კარების გახსნას“.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება