ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა, კონტრადმირალმა ზექი აქთურქმა, ყოველკვირეული საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „თურქეთი გააგრძელებს სირიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების, მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისა და სირიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას“.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა, კონტრადმირალმა ზექი აქთურქმა, ყოველკვირეული საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

აქთურქმა აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო მისიებისა და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, კვლავ აგრძელებენ წვლილის შეტანას მშვიდობის დამყარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ვრცელ გეოგრაფიულ არეალში:

„ამ კონტექსტში, სირიაში სტაბილურობის დამყარებისა და სირიელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების ნორმალიზებაში წვლილის შეტანის მიზნით, 30 აგვისტოს დასრულდა მდინარე ევფრატზე მეორე მცურავი ხიდის პროექტი, რომელიც თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და სირიის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობით განხორციელდა.

აღნიშნული ხიდი, რომელიც წყალდიდობის შედეგად დანგრეული ხიდის ნაცვლად აშენდა და ხელს შეუწყობს მდინარე ევფრატის ორ სანაპიროს შორის მიმოსვლის გაადვილებას, ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობისა და სოლიდარობის კონკრეტული გამოხატულებაა.

თურქეთი კვლავ გააგრძელებს სირიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისა და სირიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

ზექი აქთურქმა ასევე მიუთითა, რომ ისრაელის მთავრობის ექსპანსიონისტური და აგრესიული პოზიცია, რომელსაც მთელი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზონად გადაქცევა სურს, საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ გრძელდება:

„ისრაელი, ერთი მხრივ, აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს, რომლებიც არღვევს სირიისა და ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორე მხრივ, კვლავ ახალისებს პალესტინაში უკანონო მოსახლეთა ტერორს და აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს იერუსალიმის იმ წმინდა ადგილების ისტორიულ და სამართლებრივ სტატუსს, რომლებიც ექსკლუზიურად მუსლიმებს ეკუთვნით.

ისრაელის ეს პოზიცია, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რეგიონის მოსახლეობაში საერთაშორისო სამართლისადმი რწმენას დღითიდღე უფრო მეტად ასუსტებს.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის შეხსენებას, რომ მათ აკისრიათ საერთო პასუხისმგებლობა ისრაელის ამ ექსპანსიონისტური და გენოციდური პოზიციის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური ზომების მისაღებად“, - აღნიშნა აქთურქმა.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენი ცივილიზაციის ცენტრში ბუნების პატივისცემა დგას“
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“
მინისტრი ფიდანი: როგორც გარანტორი ქვეყანა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩკთრ-ს მხარდაჭერას
პრეზიდენტი ერდოღანი TRT World Forum 2026-ზე სიტყვით გამოვიდა
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
თურქეთის მდიდარი კულინარიული კულტურა COP31-ზე იქნება წარმოდგენილი
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება