ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ-ში, თაიმს-სკვერზე ორ ადამიანზე დანით თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა
საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორის მკურნალობა კი გრძელდება.
აშშ-ში, თაიმს-სკვერზე ორ ადამიანზე დანით თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა
აშშ-ში, თაიმს-სკვერზე ორ ადამიანზე დანით თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა

აშშ-ში, ნიუ-იორკის თაიმს-სკვერზე (Times Square) თავდამსხმელი ქალი, რომელმაც ერთი ქალი დანით მოკლა და ერთი მამაკაცი დაჭრა, პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის, ჯესიკა ტიშის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადების თანახმად, 49 წლის თავდამსხმელმა თაიმს-სკვერზე საყიდლების ჩანთიდან ამოღებული ორი სამზარეულოს დანით გამვლელებს დაესხა თავს.

თავდამსხმელმა მეტროს სადგურიდან გამოსული 68 წლის მამაკაცი, ხოლო მცირე ხნის შემდეგ კი 32 წლის ქალი მუცლის არეში დაჭრა.

საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილებიდან ქალი გარდაიცვალა, მამაკაცის მკურნალობა კი გრძელდება.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სულ მცირე 10 პოლიციელის მიერ ალყაშემორტყმული ქალი უარს ამბობდა დანების დაგდებაზე და სამართალდამცავებს ემუქრებოდა.

მიუხედავად ელექტროშოკური იარაღის (ტეიზერის) გამოყენებისა, ქალი არ გაჩერდა და დანებით პოლიციელებისკენ გაემართა, რის შემდეგაც ორმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელს ხელბორკილები დაადეს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე ტერორიზმთან კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"
ესტონეთის ახალი პრეზიდენტი იურისტი იულე მადისე გახდა
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა
რუსეთი: „უკრაინაში საწვავის, ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები და პორტები დავბომბეთ“
რუსეთი: ევროპა კიევს რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებისკენ უბიძგებს
ისრაელელმა რაბინმა პალესტინელებს მოუწოდა, დატოვონ ოკუპირებული დასავლეთ სანაპირო
ისრაელელი მინისტრი ბენ-გვირი პალესტინელ ქალ პატიმრებს დასცინის
CIA-ის დირექტორის მტკიცება: „ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა"