ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტაკაიჩის გამარჯვებამ არჩევნებში იაპონიის საფონდო ბირჟები რეკორდულ მაჩვენებლებამდე აიყვანა
ტოკიოში პოლიტიკური სტაბილურობით გამოწვეული ნდობის ფონზე, ინვესტორები შესყიდვებისკენ გადაიხარნენ; Nikkei-მ 57-ათასიან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო ზრდის ტენდენცია მთელ აზიაში გავრცელდა.
ტაკაიჩის გამარჯვებამ არჩევნებში იაპონიის საფონდო ბირჟები რეკორდულ მაჩვენებლებამდე აიყვანა
ტაკაიჩის გამარჯვებამ არჩევნებში იაპონიის საფონდო ბირჟები რეკორდულ მაჩვენებლებამდე აიყვანა / Reuters

იაპონიაში აქციების ფასები რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ისტორიულმა გამარჯვებამ არჩევნებში ინვესტორებს პოლიტიკური სტაბილურობის ისეთი განცდა შეუქმნა, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა. Wall Street-ზე ვაჭრობის ძლიერი მაჩვენებლებით დახურვის მხარდაჭერით, ოპტიმიზმის ტალღა მთელ აზიაში გავრცელდა.

ტოკიოს საორიენტაციო ინდექსი Nikkei 225, ორშაბათს ერთ მომენტში 5%-ზე მეტით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 57-ათასიან ნიშნულს. ბაზრები მიესალმნენ ტაკაიჩის მყარ მანდატს და აგრესიული ფისკალური სტიმულირების მოლოდინებს, ხოლო იენი, საფონდო ბირჟის რალის პარალელურად, გაძლიერდა.

ტაკაიჩის ლიდერობით ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვედა პალატაში ხმების თითქმის ორი მესამედი მოიპოვა, რამაც მსოფლიოს მეოთხე უდიდეს ეკონომიკაში ფართომასშტაბიანი ხარჯვითი გეგმებისა და საგადასახადო შეღავათების გზა გახსნა.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ტაკაიჩიმ განაცხადა: „ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. განვახორციელებთ საჭირო ინვესტიციებს. საჯარო და კერძო სექტორებმა ერთად უნდა განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენ ავაშენებთ ძლიერ და გამძლე ეკონომიკას.“

მოკლევადიანი პოლიტიკური რისკი შემცირდა

ანალიტიკოსების განცხადებით, გამარჯვების მასშტაბმა მოკლევადიანი პოლიტიკური რისკები აღმოფხვრა. კაილ როდამ (Capital.com) აღნიშნა: „ეს შედეგი ტაკაიჩის აძლევს იმ უფლებამოსილებას, რომელსაც ის მაღალი ხარჯების მქონე დღის წესრიგისთვის ეძებდა“, და დასძინა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების გარემოსთან ერთად, ფისკალური ხარჯები მხარს დაუჭერს საფონდო ბაზრებს.

ჩარუ ჩანანამ (Saxo Markets) კი აღნიშნა, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ამცირებს გაურკვევლობას და, როგორც წესი, ბაზრებს ზევით სწევს, თუმცა მან გააკეთა გაფრთხილება, რომ თუ ვალის მოცულობა სწრაფად გაიზრდება ან ფისკალური მიზნები ზედმეტად გაფართოვდება, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა უფრო რთული სურათი მივიღოთ.

ჯერჯერობით ინვესტორებმა ეს რისკები უგულებელყვეს. ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ჰონგ-კონგის, შანხაის, სიდნეის, სინგაპურისა და ტაიბეის ბირჟებზეც.

Wall Street-ის ეფექტი და რეგიონული ზრდა

სეულის ბირჟა 4%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Samsung-ის აქციებმა 6%-იანი ნახტომი გააკეთა იმ სიახლის ფონზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ახალი თაობის HBM4 მეხსიერების ჩიპების სერიულ წარმოებას იწყებს.

ეს აღმასვლა მოჰყვა გასულ კვირას Wall Street-ზე დაფიქსირებულ ძლიერ დახურვას. Dow Jones-ის ინდუსტრიულმა ინდექსმა, აშშ-ის ეკონომიკისადმი ოპტიმიზმისა და საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირების მოლოდინით, პირველად გადააჭარბა 50 000 პუნქტს.

სხვა ბაზრებზე, ოქროსა და ვერცხლის ფასი ბოლო მკვეთრი რყევების შემდეგ სტაბილური დარჩა, ხოლო ნავთობის ფასები ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ომანში გამართული ბირთვული მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც თეირანმა „წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა შენელდა.

აღმოაჩინეთ
ესტონეთის ახალი პრეზიდენტი იურისტი იულე მადისე გახდა
ერდოღანი: „თურქეთის SCO-ში გაწევრიანების პერსპექტივა დასავლეთისთვის ზურგის შექცევას არ ნიშნავს“
ესპანეთის თანახმად, ისრაელი და რუსეთი არალეგალი მიგრანტების ნაკადს აღვივებენ
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა
სტამბოლის სანაპიროსთან ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა, ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულია
პრეზიდენტი ერდოღანი პუტინს შეხვდა
აშშ-მა და ირანმა მთელი ღამის განმავლობაში ურთიერთთავდასხმები განახორციელეს
თურქული თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო გიგანტებს კონკურენციას უწევს
ერდოღანი: „როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთელ მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობისთვის“
ნეპალ-ჩინეთის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა
რუსეთი: „უკრაინაში საწვავის, ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები და პორტები დავბომბეთ“
შთო-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომა ბიშკეკში დაიწყო
ფიდანი და გიულერი, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ დართან ერთად, ბიშკეკში მიემგზავრებიან
მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა
აშშ-ში, თაიმს-სკვერზე ორ ადამიანზე დანით თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა