ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ხვალ ერდოღანი, ალიევი და შარიფი ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტს გახსნიან
ხვალ ერდოღანი, ალიევი და შარიფი ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტს გახსნიან
ხვალ ერდოღანი, ალიევი და შარიფი ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტს გახსნიან
/ AA

ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტი იქნება მესამე აეროპორტი, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წელს სომხეთთან ომის დროს მოპოვებულ (ან „გათავისუფლებულ“) ტერიტორიებზე ააშენა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ხვალ, ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტს გახსნიან.

ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტი რიგით მესამეა, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წელს სომხეთთან ომის დროს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ააშენა.

ზღვის დონიდან 1800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე აეროპორტი მთიან რელიეფზე კლდეების გამოკვეთითა და ტერიტორიის გასწორებით აშენდა. ლაჩინი აზერბაიჯანში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდებარე აეროპორტია.

აეროპორტის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და ის ქალაქ ლაჩინის ცენტრიდან 30 კილომეტრში, შუშადან 70 კილომეტრში და ქალბაჯარიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3000 მეტრია, სიგანე 60 მეტრი, ხოლო ტერმინალის შენობას საათში 200 მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ყარაბაღის მესამე საერთაშორისო აეროპორტი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის მიერ 26 მაისს ხელმოწერილი განკარგულებით ლაჩინის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

ამ სტატუსის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ეცნობათ, რითაც აზერბაიჯანში საერთაშორისო აეროპორტების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა.

მანამდე, აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აშენებული პირველი აეროპორტი, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი, 2021 წლის 26 ოქტომბერს ერდოღანისა და ალიევის მონაწილეობით გაიხსნა.

ორივე ლიდერმა ასევე 2022 წლის 20 ოქტომბერს ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნა.

აღმოაჩინეთ
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“