ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
„ბაიკარმა“ და „ლეონარდომ“ უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
„ბაიკარისა“ და „ლეონარდოს“ შეთანხმება თურქეთ-იტალიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინსვლას აღნიშნავს. ეს შეთანხმება აფართოებს „ბაიკარის“ გავლენას ევროპულ ბაზრებზე და ნატო-სთან თავსებადობის შემდგომი გაძლიერების სიგნალია.
„ბაიკარმა“ და „ლეონარდომ“ უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
Baykar in Rome / AA

თურქულმა უპილოტო საფრენი აპარატების გიგანტმა „ბაიკარმა“ იტალიურ თავდაცვის გიგანტ „ლეონარდოსთან“ მნიშვნელოვანი წინასწარი პროტოკოლის ხელმოწერით ახალი ფურცელი გადაშალა თურქეთის იტალიასთან მზარდ სტრატეგიულ კავშირებსა და გლობალური თავდაცვის სექტორში კომპანიის გავლენის გაფართოებაში.

ეს შეთანხმება, რომელიც უსაფ-ებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებასა და წარმოებაში თანამშრომლობას ისახავს მიზნად, იმ მრავალრიცხოვან პროტოკოლებს შორისაა, რომლებსაც ხელი მოეწერა მეოთხე თურქეთ-იტალიის მთავრობათაშორის სამიტზე. სამიტს სამშაბათს რომში ერთობლივად თავმჯდომარეობდნენ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.

მსგავსიTRT Global - Türkiye, Italy sign 11 agreements covering trade, industrial investments and defence

„ბაიკარისა“ და „ლეონარდოს“ შეთანხმება ამ სამიტის ერთ-ერთ ქვაკუთხედად გამოირჩევა და ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს აღნიშნავს. ეს პროტოკოლი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანა მზადაა გააღრმავოს ერთობლივი ტექნოლოგიური განვითარება და ფლობს პოტენციალს, შექმნას ახალი შესაძლებლობები უსაფ-ებისა და საავიაციო სექტორების სწრაფად განვითარებად სფეროებში.

„ბაიკარი“, რომელიც ცნობილია „ბაირაქტარ TB2“-ისა და უფრო მოწინავე „აქინჯი“ უსაფ-ების წარმოებით, გლობალური უსაფ-ების ექსპორტის სფეროში წამყვან მოთამაშედ არის მიჩნეული. კომპანიამ თავისი სისტემები 30-ზე მეტ ქვეყანას მიჰყიდა და საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო უკრაინის, ლიბიისა და ყარაბაღის კონფლიქტებში მათი ეფექტიანობით.

მსგავსიTRT Global - Erdogan and Meloni meet: Where next for Italy–Türkiye relations?

„ბაიკარის“ გაფართოება ევროპაში იტალიური საავიაციო სვლით გრძელდება

„ლეონარდოსთან“ დადებული შეთანხმება „ბაიკარის“ მიერ იტალიური საავიაციო კომპანია „პიაჯიო აეროსპეისის“ შესყიდვიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ განხორციელდა. აღნიშნულმა შესყიდვამ ევროპის თავდაცვის წრეების ყურადღება მიიპყრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესყიდვა მოიცავს ღირებულ საწარმოო ინფრასტრუქტურასა და საავიაციო ექსპერტიზას და შეფასდა, როგორც „ბაიკარის“ მცდელობის ნაწილი, ევროპაში პოზიციების გამყარებისა და ევროკავშირის თავდაცვის ბაზარზე წვდომის მოსაპოვებლად.

ბოლო შეთანხმებით, „ბაიკარი“ არა მხოლოდ აფართოებს თანამშრომლობას მსხვილ ევროპულ თავდაცვის კომპანიასთან, არამედ ანკარასა და რომს შორის მზარდი სამრეწველო და ტექნოლოგიური კავშირების ცენტრშიც ექცევა.

მსგავსიTRT Global - Türkiye, Italy set $40B trade target as Erdogan, Meloni pledge stronger ties

„ბაიკარისა“ და „ლეონარდოს“ შეთანხმების გარდა, თურქეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმების სერიას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, სამრეწველო ინვესტიციები, კოსმოსური თანამშრომლობა, კულტურული და სპორტული გაცვლები, სოციალური მომსახურება და ტრანსპორტი.

თუმცა, არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიებზე მზარდი გლობალური მოთხოვნის ფონზე, მოსალოდნელია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ თავდაცვასთან დაკავშირებული შეთანხმებები მიიპყრობს.

აღმოაჩინეთ
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა