ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
მექსიკაში H5N1 ფრინველის გრიპით სამი წლის გოგონა გარდაიცვალა
მექსიკაში H5N1 ფრინველის გრიპით სამი წლის გოგონა გარდაიცვალა
მექსიკაში H5N1 ფრინველის გრიპით სამი წლის გოგონა გარდაიცვალა
/ Reuters

მექსიკაში H5N1 ფრინველის გრიპით დაავადებული სამი წლის გოგონა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის დაინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იყო, გარდაიცვალა, – განაცხადეს ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა.

1 აპრილს, მექსიკის გრიპის ეროვნულმა ცენტრმა, ეპიდემიოლოგიური დიაგნოსტიკისა და რეფერალურმა ინსტიტუტმა (InDRE), დაადასტურა, რომ ქვეყნის დასავლეთში მდებარე დურანგოს შტატიდან პატარა გოგონა A(H5N1) ვირუსით იყო დაინფიცირებული.

ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში მეზობელ შტატ კოაუილაში მდებარე კერძო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„დღეს დილით ადრე, სამი წლის გოგონას ტრაგიკული გარდაცვალება დავადასტურეთ“, – განაცხადა კოაუილას ჯანდაცვის მდივანმა ელიუდ აგირემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდაცვალების მიზეზად მრავლობითი ორგანოს უკმარისობა და სუნთქვის უკმარისობა დასახელდა.

აგირემ თქვა, რომ ინფექციის წყარო ჯერ კიდევ უცნობია და ოფიციალური პირები შესაძლო ახალ შემთხვევებზე დაკვირვებას აგრძელებენ, თუმცა ამ დრომდე სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა.

გოგონას ახლობლები და მისი მკურნალი სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე 38 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

„ჩვენ მზადყოფნაში ვართ და მონიტორინგს ვაგრძელებთ, რათა ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდეს. დღემდე, განსაკუთრებით კოაუილაში, ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა“, – განაცხადა აგირემ.

გასულ წელსაც, მეხიკოს შტატში 59 წლის კაცი A(H5N2) ვირუსით გამოწვეული ფრინველის გრიპის გამო გარდაიცვალა.

აღმოაჩინეთ
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება
ფიდანის გზავნილი ლავროვს ჰორმუზის სრუტის შესახებ: „უსაფრთხო და შეუფერხებელი გავლა აუცილებელია"
მინისტრი ფიდანი: აშშ-ირანის შეთანხმება შეუფერხებლად უნდა შესრულდეს