ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ და ისრაელი დგანან იმ ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი „შეიარაღებულ მეამბოხეებად“ მოიხსენიებენ და რომლებიც, მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა თავდასხმებს ახორციელებენ.

By
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა / Reuters

აშშ-ში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4 029-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების 23-ე დღეს დაკავებულთა რაოდენობამ 26 015-ს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, დემონსტრაციების დროს სულ მცირე 5 811 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ირანი შეძრა საპროტესტო ტალღამ, რომელიც 28 დეკემბერს თეირანის დიდ ბაზარში ირანული რიალის მკვეთრი გაუფასურებისა და გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები ბევრ სხვა ქალაქსაც მოედო.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ და ისრაელი დგანან იმ ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი „შეიარაღებულ მეამბოხეებად“ მოიხსენიებენ და რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა თავდასხმებს აწყობენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს „მკაცრი დარტყმით“ მომიტინგეების მკვლელობის შემთხვევაში, თუმცა მოგვიანებით თეირანს მადლობა გადაუხადა იმ ცნობების გავრცელების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ასობით დაგეგმილი სიკვდილით დასჯა გაუქმდა.