ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანი: „ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმაზე საპასუხოდ საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას ვფლობთ“
ირანი: „ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმაზე საპასუხოდ საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას ვფლობთ“
ირანი: „ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმაზე საპასუხოდ საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას ვფლობთ“
/ Reuters

ბირთვული პროგრამის ირგვლივ დაძაბულობის ზრდის ფონზე, ირანი იუწყება, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელის ბირთვულ ობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენებით, მყისიერი საპასუხო დარტყმების განხორციელება შეუძლია.

ირანის უმაღლესმა უსაფრთხოების უწყებამ განაცხადა, რომ ისრაელის ბირთვული ობიექტების შესახებ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით, ქვეყანაზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, ირანის ძალებს საპასუხო დარტყმების განხორციელება შეუძლიათ.

ისრაელი არაერთხელ დაიმუქრა, რომ შესაძლოა ირანის ბირთვული ობიექტები ამოიღოს მიზანში და პირობა დადო, რომ თავის მოსისხლე მტერს ატომური ბომბის შექმნის საშუალებას არ მისცემს. თუმცა, თეირანი მუდმივად აცხადებს, რომ ასეთი იარაღის შექმნის განზრახვა არ აქვს.

ისრაელის ეს გაფრთხილებები კიდევ უფრო გახშირდა მას შემდეგ, რაც აპრილში თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო.

ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მიერ, მისივე მტკიცებით, მოპოვებული სადაზვერვო „განძი“ „ისლამურ მებრძოლებს საშუალებას მისცემს, სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის საპასუხოდ, მყისიერად მიიტანონ იერიში (ისრაელის) საიდუმლო ბირთვულ ობიექტებზე“.

ასევე, აღნიშნულია, რომ ირანი ისრაელის მიერ სამხედრო ან ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას „სრულად პროპორციულად“ უპასუხებს.

შაბათს სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა საიდუმლო ოპერაციის შედეგად მოიპოვა „სტრატეგიული და სენსიტიური“ სადაზვერვო მონაცემები, მათ შორის ისრაელის არადეკლარირებულ ბირთვულ ობიექტებსა და თავდაცვის გეგმებთან დაკავშირებული ფაილები.

ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხათიბმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ხელში ჩაგდებული დოკუმენტები ასევე შეიცავდა ინფორმაციას დასავლეთის ქვეყნებზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე, და რომ ეს ინფორმაცია „მალე გამოქვეყნდება“.

ორშაბათს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ აღნიშნა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ეს სადაზვერვო ინფორმაცია „ირანული რაკეტების სიზუსტეს კიდევ უფრო გაზრდის“.

გასულ წელს, ღაზის ომის კონტექსტში, ორმა მხარემ პირველად განახორციელა იშვიათი პირდაპირი თავდასხმები.

აღმოაჩინეთ
ტრამპი: „შემიძლია მთელი ირანი ავაფეთქო“
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტეში MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“
წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა
აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება
შვეიცარიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში, „თურქეთის სახლში“ მისვლისას, მის მომლოდინე ხალხს შეხვდა
ტრამპი გაეროში უკრაინის, ბრიტანეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს
საუდის არაბეთმა ჰუსიტების მიერ რიადის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა
პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ფილადელფიაში ედ შირანის კონცერტი გააპროტესტეს
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ს ეწვევა
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით
პუტინი: კიევის ადმინისტრაციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ერდოღანი: „თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ფრენების ქსელის მქონე ქვეყნად ვაქციეთ“