ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჰორმუზის სრუტეში გამავალი ტანკერების დაცვა დაავალა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში დაიცავენ ჰორმუზის სრუტეში გამავალ ნავთობტანკერებს, და ასევე გასცა განკარგულება საზღვაო ვაჭრობის ფედერალური დაზღვევის შესახებ.
ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჰორმუზის სრუტეში გამავალი ტანკერების დაცვა დაავალა
ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჰორმუზის სრუტეში გამავალი ტანკერების დაცვა დაავალა / AP

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები შეძლებენ ჰორმუზის სრუტეში გამავალი ნავთობტანკერების ესკორტირებას, და ასევე გასცა განკარგულება ყურეში მავალი გემებისთვის სადაზღვევო გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ.

პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) დაავალა, გონივრულ ფასად უზრუნველყოს „პოლიტიკური რისკის დაზღვევა და გარანტიები“.

„ამიერიდან, ყველა საზღვაო კომერციული გემის, განსაკუთრებით კი ენერგომატარებლების გადამზიდავი გემების ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ყურეს გადიან, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას ვუბრძანე, ძალიან გონივრულ ფასად უზრუნველყოს პოლიტიკური რისკის დაზღვევა და გარანტიები“, — დაწერა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს დაზღვევა ყველა გადამზიდ ხაზზე გავრცელდება.

„საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები უმოკლეს ვადებში დაიწყებენ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას. რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ მიწოდებას მსოფლიოსთვის“, — განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა დამატებითი ზომებიც იქნას მიღებული და დასძინა, რომ „აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა შეუდარებელია“.

ეს განცხადებები მოჰყვა ირანის მიერ ამ კვირაში გაჟღერებულ მუქარას იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც გადიან სრუტეს — გლობალური ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმა უკვე განხორციელდა.

ზოგიერთმა საზღვაო მზღვეველმა, მათ შორის Skuld-მა, Steamship Mutual-მა და North Standard-მა, აცნობეს კლიენტებს, რომ წყვეტენ მიმდებარე წყლებში ომით გამოწვეული ზიანის დაზღვევას.

ჰორმუზის სრუტე ვიწრო საზღვაო გასასვლელია, რომელიც სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან აკავშირებს და ნავთობის მსოფლიო გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.

რეგიონში მზარდმა დაძაბულობამ გამოიწვია შეშფოთება კომერციული საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე შესაძლო ზეგავლენის გამო.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ
პრეზიდენტმა ერდოღანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთში საწვავის დეფიციტი კვლავ ღრმავდება
თურქულ-ამერიკულმა ჯგუფებმა აშშ-ის კონგრესს თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის დამტკიცებისკენ მოუწოდეს
ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან წელს ახალ შეხვედრას ითხოვს
თურქეთმა უარყო ისრაელის ბრალდებები სირიის მიმართ და „უკანონო“ საჰაერო თავდასხმები დაგმო
ირანის არმიის გაფრთხილება ყურის ქვეყნებს: „ნუ დაუჭერთ მხარს აშშ-ს ირანზე თავდასხმებისას“
ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა გამოაქვეყნა გამოსახულება, სადაც ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ტერიტორიად“ არის ნაჩვენები
„ლურჯი სამშობლოს“ მღელვარება გოლჯუქში: დაიწყო TEKNOFEST-ზე რეგისტრაცია
თურქეთმა 2026-2030 წლების ხელოვნური ინტელექტის საგზაო რუკა წარადგინა
UKMTO: „ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყეს“