ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიდევ ერთი ვენესუელური ნავი ჩაძირა და მიანიშნა სახმელეთო ოპერაციებზე
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დრომდე განხორციელებულ თავდასხმებში სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიდევ ერთი ვენესუელური ნავი ჩაძირა და მიანიშნა სახმელეთო ოპერაციებზე
ტრამპი / Reuters

აშშ-ის ძალებმა შაბათს საღამოს ვენესუელის სანაპიროებთან, უკანონო ნარკოტიკების გადამზიდავი კიდევ ერთი გემი ჩაძირეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ სახმელეთო გზით ნარკოტიკების კონტრაბანდაზეც.

ტრამპის განცხადებები კვირას, ნორფოლკის საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ „ჰარი ს. ტრუმენის“ გვერდით გაკეთდა. მაშინვე არ იყო ნათელი, უკავშირდებოდა თუ არა ტრამპის მიერ ნახსენები ოპერაცია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, პარასკევს გამოცხადებულ თავდასხმას.

ტრამპმა განაცხადა: „ბოლო კვირების განმავლობაში, საზღვაო ფლოტი მხარს უჭერდა ჩვენს მისიას, რომელიც კარტელების ტერორისტების წყალქვეშ გაგზავნას ისახავს მიზნად... გუშინ ღამით კიდევ ერთი ოპერაცია განვახორციელეთ. ახლა მათ ვეღარ ვპოულობთ.“

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დრომდე ამ თავდასხმებში სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ეს თავდასხმები, რომელთა დროსაც სულ მცირე ოთხი ნავი განადგურდა, ხელს უშლის ნარკოტიკების აშშ-ში მოხვედრას.

სახმელეთო ოპერაციები დღის წესრიგშია?

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა მუშაობს და სამხედრო ოპერაციები შესაძლოა სახმელეთო გზებზეც გავრცელდეს. „ისინი აღარ მოდიან ზღვით, ამიტომაც მოგვიწევს სახმელეთო გზებზე დაკვირვება. და ნებას მიბოძეთ გითხრათ, ეს მათთვისაც კარგად არ დამთავრდება,“ - აღნიშნა მან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის კვირას გაკეთებულ განცხადებაში გამოყენებული ფრაზა „გუშინ ღამით“, მიუთითებს სხვა სასიკვდილო თავდასხმაზე, რადგან პენტაგონის ბოლოს გამოცხადებული ოპერაცია პარასკევს მოხდა. ამ ოპერაციის დროს, ვენესუელის სანაპიროებთან პატარა ნავზე მყოფი ოთხი დაუდგენელი პირი, რომლებიც „ნარკო-ტერორისტებად“ იყვნენ მიჩნეულნი, დაიღუპა.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ლიდერები და მრავალი იურიდიული ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უცხო ან საერთაშორისო წყლებში, დაუკითხავი ან შეუჩერებელი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენების კანონიერებას.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“