ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვდება ირანის უზენაეს ლიდერს, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც დაასრულებს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ და უკვე მეოთხე თვეში გადასულ ომს.
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“ / Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მისთვის „პატივი იქნება“ ირანის ახალ უზენაეს ლიდერ მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება მას არ წამოუყენებია, თუმცა შეთანხმების მისაღწევად ხამენეისთან შეხვედრის ალბათობა მაღალია.

მოჯთაბა ხამენეიმ მამამისი, ალი ხამენეი შეცვალა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.

ტრამპმა გააფრთხილა ირანის მთავრობა, რომ ირანის მხრიდან ამერიკელი სამხედროების მკვლელობის შემთხვევაში სწრაფი სამხედრო ინტერვენცია განხორციელდება. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება შეთანხმება ირანის გამდიდრებული ურანის კონსფიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში მასზე წვდომას ისედაც შეძლებს.

თებერვალში დაწყებული და 40 დღის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 8 აპრილს შევიდა. თუმცა, ჰორმუზის სრუტესთან, ქუვეითთან და ბაჰრეინთან პერიოდული შეტაკებების გამო რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა.

აშშ და ისრაელი დიდი ხანია ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაში; თეირანი კი უარყოფს ამ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ მუდმივმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს გარანტია იმისა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასოდეს მოიპოვებს.

აღმოაჩინეთ
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა