ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა
რეგიონული საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, ანკარამ ირანში, ერაყში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში ფრენების შეჩერება 9 მარტამდე გაახანგრძლივა.
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა / Reuters

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული გაზრდილი უსაფრთხოების რისკების გამო, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი მიმართულებით ფრენების შეჩერება 9 მარტამდე გახანგრძლივდა.

აბდულქადირ ურალოღლუმ პარასკევს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება რეგიონულ საჰაერო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, საჰაერო სივრცე კვლავ დაკეტილია ირანში, ისრაელში, ერაყში, კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და სირიაში (ალეპოს გარდა).

მან ასევე დასძინა, რომ ომანში, იორდანიასა და საუდის არაბეთში საჰაერო მიმოსვლა ნაწილობრივ გრძელდება, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოპერაციები კონტროლირებად და შეზღუდულ რეჟიმში ხორციელდება.

ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქულმა ავიაკომპანიებმა მანამდე ირანის, ერაყის, სირიის, ლიბანისა და იორდანიის რეისები 6 მარტამდე შეაჩერეს, თუმცა Turkish Airlines-ის, AJet-ის, Pegasus-ისა და SunExpress-ის ფრენებისთვის ეს ვადა ამჟამად 9 მარტამდე გაგრძელდა.

მან დაამატა, რომ Pegasus-მა ირანის რეისები განრიგიდან 12 მარტამდე ამოიღო, ხოლო Turkish Airlines-მა ირანის მიმართულებით ფრენები 20 მარტამდე შეაჩერა.

ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონულ საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების ყოველდღიური უსაფრთხოების შეფასების შემდეგ, დღეს არ განხორციელდება ფრენები კატარის, ქუვეითის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.

„გარდა ამისა, სტამბოლის აეროპორტში ერაყის ავიახაზების (Iraqi Airways) 4 თვითმფრინავი იმყოფება, მუღლას დალამანის აეროპორტში - 2, ხოლო ანკარის ესენბოღას აეროპორტში - 1. სულ 7 თვითმფრინავი რჩება აეროდრომებზე და პროცესი შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით კონტროლდება“, - განაცხადა ურალოღლუმ.

მინისტრის თქმით, თეირანის აეროპორტში Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის ორი თვითმფრინავი იმყოფება, ხოლო ერაყში - Tailwind Airlines-ისგან დაქირავებული ერთი ხომალდი.

ამასთანავე, ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანის ავიახაზების ორი სამგზავრო თვითმფრინავი მარშრუტიდან გადაიხარა და იღდირის შეჰით (მოწამე) ბულენთ აიდინის აეროპორტში დაეშვა; მგზავრები იქიდან სახმელეთო გზით უსაფრთხოდ გადაიყვანეს ნახიჩევანში.

ურალოღლუმ განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები აგრძელებენ მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას და კოორდინაციაში არიან ხელისუფლებასთან, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა რეგიონულ საჰაერო სივრცესა და აეროპორტებზე აისახოს.

აღმოაჩინეთ
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ