ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
პაკისტან-ავღანეთის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ირანმა მხარეებს მედიაცია შესთავაზა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადება ისლამაბადსა და ქაბულს შორის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე გაჟღერდა.
პაკისტან-ავღანეთის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ირანმა მხარეებს მედიაცია შესთავაზა
პაკისტან-ავღანეთის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ირანმა მხარეებს მედიაცია შესთავაზა / Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, პაკისტანსა და ავღანეთს მოუწოდა, მზარდი სამხედრო დაპირისპირება დიალოგის გზით მოაგვარონ და თეირანის დახმარება შესთავაზა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ხელშესაწყობად.

არაღჩიმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „რამადანის წმინდა თვეში, როდესაც ისლამურ სამყაროში სულიერი განწმენდა და სოლიდარობა ძლიერდება, მართებული იქნება, რომ ავღანეთმა და პაკისტანმა არსებული უთანხმოებები კეთილმეზობლობის ფარგლებში და დიალოგის გზით მართონ და გადაჭრან“.

მინისტრმა ასევე დასძინა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის ყოველგვარი დახმარება გაუწიოს ორ ქვეყანას შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში“.

შეტყობინებას ირანელმა მინისტრმა სპარსი პოეტის, საადი შირაზის ცნობილი ოთხტაეპიანი ლექსი დაურთო: „ადამის შვილები ერთი სხეულის ნაწილები არიან, რადგან ისინი ერთი არსისგან არიან შექმნილნი“.

ეს მოწოდება ისლამაბადსა და ქაბულს შორის დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის პერიოდში გაკეთდა.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პაკისტანის არმიამ ავღანეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის დედაქალაქ ქაბულზე, ყანდაღარისა და ფაქტიის პროვინციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:30 საათზე ქაბულის ცენტრში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად მსხვერპლი არ არის.

ამის საპირისპიროდ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მოშარაფ ზაიდიმ განაცხადა, რომ საპასუხო ოპერაციის შედეგად 133 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ განადგურდა ავღანეთის 27 საგუშაგო, ორი კორპუსის შტაბ-ბინა და 80-ზე მეტი ტანკი და ჯავშანტექნიკა.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურების წყაროების ცნობით, დარტყმები განხორციელდა ყანდაღარში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობსა და ლოგისტიკურ ბაზაზე.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საპასუხო ოპერაციები, რომლებიც პაკისტანის პოზიციებს მიზნად ისახავდა საზღვრის გასწვრივ, შუაღამისას დასრულდა.

ამ კვირის დასაწყისში, ოთხსაათიანი სასაზღვრო შეტაკების შედეგად სულ მცირე რვა ავღანელი და ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ინციდენტად დაფიქსირდა.

ეს ესკალაცია მოჰყვა პაკისტანის განცხადებას გასულ კვირას განხორციელებული საჰაერო დარტყმების შესახებ, რომლის დროსაც, მათი თქმით, 70 „ტერორისტი“ განადგურდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა. მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ გუტერეში მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და გამოსავალი დიპლომატიური გზით ეძებონ.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაკისტანმა განაცხადა, რომ „თაჰრიკ-ი თალიბან პაკისტანის“ (TTP) ტერორისტები ავღანეთის ტერიტორიიდან მოქმედებენ - ქაბული კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

აღმოაჩინეთ
მინისტრი ფიდანი ირანელ კოლეგას ესაუბრა
სომხეთში არჩევნები სამშვიდობო ძალისხმევისა და რუსეთის გავლენის ფონზე მიმდინარეობს
პრეზიდენტი ერდოღანი „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმის დახურვის პროგრამას დაესწრება
ემინე ერდოღანი: „ნულოვანი ნარჩენების ფორუმს“ ისტორიულ შეხვედრად მივიჩნევთ
მინისტრი ფიდანი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბანგლადეშთან თანამშრომლობის განვითარება
ევროკავშირი განიხილავს კანდიდატი ქვეყნებისთვის შეზღუდული ინტეგრაციის ვარიანტს სრულ წევრობამდე
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სამთავრობოებსშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ოქმი გაფორმდა
ევროკავშირისგან 50 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა სომხეთს.