საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს

საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს

/ AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას ახალი, თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიისადმი, რომელიც პატივს სცემს მისი საზოგადოების ყველა კომპონენტს.

საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას უმასპინძლებს. ეს ვიზიტი სირიელი ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას ახალი სირიის მშენებლობისადმი, თავისუფალი, სტაბილური, სუვერენული სირიისა, რომელიც პატივს სცემს სირიული საზოგადოების ყველა კომპონენტს“.