ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
მაკრონმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ჩინეთმა და საფრანგეთმა „განსხვავებები“ უნდა დაძლიონ
შეხვედრის დროს მაკრონმა სი ძინპინს მიმართა: „ზოგჯერ შეიძლება არსებობდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავძლიოთ ისინი საერთო კეთილდღეობისთვის“.
მაკრონმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ჩინეთმა და საფრანგეთმა „განსხვავებები“ უნდა დაძლიონ
მაკრონმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ჩინეთმა და საფრანგეთმა „განსხვავებები“ უნდა დაძლიონ / Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს პეკინში, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საფრანგეთმა და ჩინეთმა „განსხვავებები“ უნდა დაძლიონ.

ჩინეთის ლიდერი ხალხთა დიდ დარბაზში (The Great Hall of the People) გამართულ მოლაპარაკებებზე მაკრონს შეუერთდა და საფრანგეთთან ურთიერთობების „მეტად სტაბილურობისკენ“ მოუწოდა.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს საფრანგეთთან, რათა „გამორიცხონ ყოველგვარი ჩარევა“ და „უფრო სტაბილური გახადონ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და საფრანგეთს შორის“.

მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჯიტს, მას შემდეგ, რაც ცივი ამინდის გამო ცერემონია შენობაში გადაიტანეს, ხალხთა დიდ დარბაზში სი ძინპინი და პირველი ლედი პენ ლიუანი გრანდიოზული ცერემონიით დახვდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ბავშვებს, რომლებსაც ხელში ყვავილები ეჭირათ; ორკესტრმა კი ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

მაკრონის ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი უკრაინის პრობლემა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში პეკინის შესაძლო როლია.

ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს მიმართა: „მსოფლიოში, უკრაინასა და ომით დაზარალებულ სხვა რეგიონებში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენი ერთობლივი მუშაობის უნარი გადამწყვეტი იქნება“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გააკეთა სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსების მოწოდება და სთხოვა სი ძინპინს, G7-ის ქვეყნებთან ერთად ემუშავა წესებზე დაფუძნებული ეკონომიკური მმართველობისთვის.

მაკრონი, რომელიც 2017 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩინეთს მეოთხედ სტუმრობს, პეკინში პრემიერ-მინისტრ ლი ციანსაც შეხვდება, რის შემდეგაც ჩენგდუში გაემგზავრება, სადაც ცოტა ხნის წინ დააბრუნეს საფრანგეთისთვის თხოვნილი ორი გიგანტური პანდა.

მაკრონი შეეცადა სი ძინპინზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მას ხელი შეუწყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან მიმდინარე ომი უკვე მეოთხე ზამთარს ითვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რეგულარულად გამოდის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოწოდებით, მას რუსეთი არასდროს დაუგმია.

დასავლური მთავრობები კი პეკინს რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის კრიტიკული ეკონომიკური მხარდაჭერის აღმოჩენაში, განსაკუთრებით კი თავდაცვის ინდუსტრიისთვის სამხედრო კომპონენტების მიწოდებაში ადანაშაულებენ.

„ვინაიდან ევროკავშირი აზიის ამ მძლავრ ეკონომიკასთან 357 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო დეფიციტის წინაშე დგას, მოსალოდნელია, რომ მაკრონი ჩინელ მასპინძლებთან ვაჭრობის საკითხსაც განიხილავს“.

„მაკრონის ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა: ‘ჩინეთმა მეტი უნდა მოიხმაროს და ნაკლები ექსპორტი განახორციელოს... ევროპელებმა კი ნაკლები უნდა დაზოგონ და მეტი უნდა აწარმოონ’“.

ემანუელ მაკრონმა მანამდე გააკეთა მოწოდება, რომ ევროკავშირმა შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება და ტექნოლოგიურ სექტორში „ევროპული პრიორიტეტი“ აირჩიოს; გასულ თვეს კი, ევროპულ სამიტზე, რომელსაც კონტინენტის მასშტაბით ტექნოლოგიური ლიდერები და მინისტრები ესწრებოდნენ, მან განაცხადა, რომ ბლოკს არ სურს იყოს აშშ-ისა და ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების „ქვეშევრდომი“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში პარასკევამდე დარჩება, ხოლო მისი ვიზიტის ბოლო გაჩერება ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქი ჩენგდუ იქნება.

აღმოაჩინეთ
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"