ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
გაეროს უშიშროების საბჭო რუსული თვითმფრინავების გამო საგანგებო სხდომას გამართავს
სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის თვითმფრინავმა, რომლებიც ფინეთის ყურის გავლით ესტონეთში შევიდნენ, ნატოსა და ევროკავშირში განგაში გამოიწვია. ტალინი აღნიშნულ სიტუაციას რუსეთის მხრიდან საშიში ესკალაციის ნაწილად აფასებს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსული თვითმფრინავების გამო საგანგებო სხდომას გამართავს
/ AFP

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ამ კვირაში საგანგებო სხდომას გამართავს, რაც რუსული თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას მოჰყვა.

სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა პარასკევს ფინეთის ყურის გავლით ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს ფაქტი ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან საშიშ პროვოკაციად შეფასდა, თუმცა მოსკოვმა უარყო.

ნატოს ბალტიის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერი მისიის შემადგენლობაში მყოფი იტალიური F-35 ტიპის გამანადგურებლები შვედურ და ფინურ თვითმფრინავებთან ერთად რუსული თვითმფრინავების შესაჩერებლად და გასაფრთხილებლად აფრინდნენ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "22 სექტემბერს... გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, გასულ პარასკევს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის აშკარა დარღვევაზე საპასუხოდ".

უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ესტონეთი, გაეროში 34-წლიანი წევრობის შემდეგ, პირველად ითხოვს უშიშროების საბჭოსგან საგანგებო სხდომის გამართვას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარღვევა არის "რუსეთის მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის ნაწილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე" და ის მოჰყვა ამ თვის დასაწყისში პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეების დარღვევებს.

ცახკნამ განაცხადა: "ეს ქმედება საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს".

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა