თურქეთის დასავლეთით 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე (19:48 GMT), ჯერ-ჯერობით ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ არის.

თურქეთის დასავლეთით 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა / AA

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) განცხადებით, ორშაბათს ღამით, თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლსა და სხვა ქალაქებშიც.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე (19:48 GMT) მოხდა. AFAD-მა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიღრმე 5.99 კილომეტრი იყო და ის მიმდებარე პროვინციებში, განსაკუთრებით სტამბოლში იგრძნობოდა.

ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა თურქულ სოციალურ მედია პლატფორმა NSosyal-ის მეშვეობით განაცხადა: „AFAD-მა და სხვა შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საველე ინსპექტირება და ანგარიშები ზედმიწევნით განიხილება“.