ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ის სახმელეთო ჯარების განლაგებას ჯერჯერობით არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, კონფლიქტის დროს თავისი ქვეყნის დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ირანში ჯარის გაგზავნა „დროის კარგვა“ იქნებოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ის სახმელეთო ჯარების განლაგებას ჯერჯერობით არ განიხილავს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ის სახმელეთო ჯარების განლაგებას ჯერჯერობით არ განიხილავს / Reuters

NBC News-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნაზე ფიქრი „დროის კარგვა“ იქნებოდა და არასერიოზულად მიიჩნია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ასეთი ნაბიჯი ოკუპანტებისთვის კატასტროფას ნიშნავდა.

NBC-სთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა აღნიშნა: „ეს იქნებოდა დროის კარგვა. მათ ყველაფერი დაკარგეს. დაკარგეს ფლოტი. დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ“. მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის სიტყვები აშშ-ის ან ისრაელის სახმელეთო ინტერვენციისთვის მზადყოფნის შესახებ, „ცარიელ კომენტარად“ შეაფასა.

ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ სურს ირანის მმართველობის სტრუქტურის განადგურება და განაცხადა: „ჩვენ გვინდა სწრაფად შევიდეთ და ყველაფერი გავასუფთავოთ“.

„ჩვენ არ გვინდა ვინმე, ვინც ათ წელიწადში ქვეყანას თავიდან ააშენებს“, - დასძინა ტრამპმა. მან აღნიშნა, რომ ჰყავთ გარკვეული ხედვა ახალ ლიდერთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა.

შაბათს დაწყებული შეტაკებებისას, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის დანიშვნის პროცესში „ჩარევა მოუწევდა“.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ აშშ-სთან ერთად დაწყებული ომის „ახალი ფაზის“ ფარგლებში „რეჟიმის ინფრასტრუქტურას“ დაარტყა, პარასკევს თეირანში ძლიერი თავდასხმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ტრამპი მუჯთაბა ხამენეის წინააღმდეგ!

აშშ-ის პრეზიდენტმა ხუთშაბათს დილით განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში პირადი სიტყვა უნდა ეთქმოდა და ეს ვითარება ვენესუელაში მადუროს შემდგომი ლიდერის შერჩევაში მის როლს შეადარა.

Axios-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა: „მე უნდა ჩავერიო დანიშვნაში, როგორც ეს ვენესუელაში დელსისთან (როდრიგესთან) დაკავშირებით მოხდა“. მან მოკლული ალი ხამენეის შვილს, მუჯთაბა ხამენეის, რომელიც მამის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევა, „უმნიშვნელო პირი“ უწოდა.

ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ მიიღებს მემკვიდრეს, რომელიც გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის პოლიტიკას გააგრძელებს და გააფრთხილა, რომ ასეთმა ვითარებამ შესაძლოა აშშ „ხუთ წელიწადში“ კვლავ ომში ჩაითრიოს.

ხამენეის მკვლელობის შემდეგ ირანს ახალი უზენაესი ლიდერის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გამოუცხადებია.

მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, მუჯთაბა ხამენეი ხამენეის შვილებს შორის ყველაზე გავლენიან პირად ითვლება. 2019 წელს ის აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა. ასევე აღნიშნულია, რომ ის დაკავშირებულია „ბასიჯის“ ძალებთან, რომლებიც 2009 წლის ირანის სადავო არჩევნების შემდეგ პროტესტის ჩასახშობად გამოიყენეს.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, მემკვიდრის შერჩევაზე პასუხისმგებელია 88 წევრისგან შემდგარი ექსპერტთა საბჭო, ხოლო ამ პროცესის განმავლობაში ლიდერის მოვალეობებს დროებითი საბჭო ასრულებს.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჰამასის განიარაღების საკითხში „იმედისმომცემი ნიშნებია“
სამხრეთ კორეამ ჩ. კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ გადაუდებელი გლობალური ქმედებებისკენ მოუწოდა
დასავლეთ იავის პროვინციაში ტაქსის მიერ გამოწვეული მატარებლის კატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიცე-პრეზიდენტი ილმაზი: თურქეთი გლობალური გაურკვევლობის პირობებში საინვესტიციო გარემოს აძლიერებს
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში 14 ადამიანი მოკლა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა
რას სთავაზობს თეირანი აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად?
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მემორიალის გახსნაზე რუსეთს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა
ფიდანმა აშშ-ირანის მოლაპარაკებები ირანელ და პაკისტანელ კოლეგებთან განიხილა
პრეზიდენტის მე-7 საერთაშორისო საიახტო რბოლაზე ეროვნული სუვერენიტეტის თასი დაიწყო
ისრაელელი ჯარისკაცები სამხრეთ ლიბანის სახლებიდან ოქროს ძარცვავენ
ევროკავშირის გაფრთხილება
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისა, ისრაელმა ლიბანზე ახალი თავდასხმები განახორციელა
ანკარამ და ლონდონმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმეს
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს
ისრაელმა ლიბანელი ჟურნალისტი ამალ ხალილი მოკლა