ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთი: ალეპოში ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის წინააღმდეგ ოპერაციას სირიის არმია აწარმოებს
თავდაცვის უწყების განცხადებით, სირიის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ანკარა მზად არის აუცილებელი დახმარება გაუწიოს მას.
თურქეთი: ალეპოში ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის წინააღმდეგ ოპერაციას სირიის არმია აწარმოებს
თურქეთი: ალეპოში ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის წინააღმდეგ ოპერაციას სირიის არმია აწარმოებს / AP

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ალეპოში ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია მთლიანად სირიის არმიის მიერ ხორციელდება და მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

განცხადებაში ნათქვამია: „სირიის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და პროცესებს თვალს ვადევნებთ. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლას სირიის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე. თუ სირია მოითხოვს, თურქეთი მას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს“.

სირიული მედიის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის სირიულმა ფრთამ, YPG-მ, ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე უბნები ზედიზედ სამი დღის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოაქცია.

თავდასხმა სამოქალაქო დასახლებებზე

YPG-ის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

სირიის ხელისუფლების მონაცემებით, თავდასხმების გამო 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ძალადობამ ალეპოს საოლქო ადმინისტრაცია აიძულა, ხუთშაბათს ქალაქის სახელმწიფო და კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერების ვადა გაეხანგრძლივებინა.

2025 წლის 10 მარტს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებში YPG-ის ინტეგრაციას ითვალისწინებდა; ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უარი ითქვა დანაწევრების ყოველგვარ მცდელობაზე.

სირიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას შემდეგ YPG-ს შეთანხმების პირობების შესასრულებლად არანაირი ძალისხმევა არ გამოუჩენია.

24-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შედეგად სათავეში მოსული სირიის მთავრობა ინტენსიურ ძალისხმევას მიმართავს ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“