გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის მაღალჩინოსნები ირანის დედაქალაქ თეირანში ირანელ ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალი ბაქერიმ, ირანის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მექის ალიანსის“ წევრი ქვეყნების - თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის - მაღალჩინოსნები თეირანს ეწვევიან.
ბაქერის თქმით, შეხვედრას დაესწრებიან საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი, პრინცი ხალიდ ბინ სალმანი, პაკისტანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ასიმ მუნირი და თურქეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, აღნიშნული პირები ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს გენერალურ მდივანს, მოჰსენ რეზაის შეხვდებიან.
ირანული მედიის ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართება, თუმცა ბაქერის მის თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შეხვედრას MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინიც დაესწრება
თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს (AA) ცნობით, რომელმაც ინფორმაცია თურქეთის უსაფრთხოების წყაროებისგან მიიღო, თეირანში დაგეგმილ შეხვედრაში MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი მიიღებს მონაწილეობას.




















