ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაში, რომელსაც მან „შემდეგი სამიზნე“ უწოდა, მალე სწრაფი კოლაფსი მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ჩაცხრობის შემდეგ, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში რიგი კუბაზე დადგება და ამ ქვეყანაზე ზეწოლა შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაში, რომელსაც მან „შემდეგი სამიზნე“ უწოდა, მალე სწრაფი კოლაფსი მოხდება
ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაში, რომელსაც მან „შემდეგი სამიზნე“ უწოდა, მალე სწრაფი კოლაფსი მოხდება / AP

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შემდეგ „ჯერ“ კუბაზე მიდგება და განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზის ეს ქვეყანა მალე კრახს განიცდის.

კვირას, ვაშინგტონში მიმავალმა ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „შემდეგი ქვეყანა კუბა იქნება“.

ტრამპმა კუბას „ქაოსი“ უწოდა და განაცხადა: „ეს არის წარუმატებელი ქვეყანა და შემდეგი ისინი იქნებიან. ის მოკლე დროში დაემხობა და ჩვენ იქ ვიქნებით მათ დასახმარებლად. ჩვენ იქ ვიქნებით კუბელი ამერიკელების დასახმარებლად“.

რუსულ ნავთობთან დაკავშირებით „პრობლემა არ არის“

ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობაზე იმის შესახებ, რომ რუსულ ნავთობის ტანკერს კუბაში შესვლის უფლება მიეცემა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით „პრობლემა არ არსებობს“.

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ვინმემ ერთი გემით სავსე ნავთობი მიიღოს, რადგან მათ გადარჩენა სჭირდებათ. თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბისთვის მცირეოდენი ნავთობის გაგზავნა სურს, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა, ვთქვი, რომ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არანაირ სარგებელს არ მოუტანს.

ტრამპმა დაამატა: „(პუტინი) ერთ გემ ნავთობს კარგავს. ეს არის და ეს. პრობლემა არ არის. თუ მას ამის გაკეთება სურს და სხვა ქვეყნებსაც სურთ, ეს დიდად არ მაწუხებს. ამას გავლენა არ ექნება; კუბა დასრულებულია. მათ ცუდი რეჟიმი აქვთ. ძალიან ცუდი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავთ და მნიშვნელობა არ ექნება, მიიღებენ თუ არა ერთ გემ ნავთობს. მირჩევნია ნავთობის შეტანის უფლება მივცეთ, იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, რადგან ხალხს სჭირდება გათბობა, გაგრილება და სხვა რამეები“.

აღმოაჩინეთ
რუსული კომპანია Ozon-ის კუთვნილ 3 სხვადასხვა საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს
პაკისტანი და მალაიზია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ: „სანამ თანამდებობაზე ვარ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებ“
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა