აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში შეხვდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალიევისა და ზელენსკის შეხვედრა დუბლინში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPG) მე-9 სამიტის ფარგლებში შედგა.
ზელენსკიმ ალიევს ყარაბაღის მეორე ომში მოპოვებული გამარჯვების წლისთავი და 12 ნოემბერს აღსანიშნავი კონსტიტუციის დღე მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებით კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, განსაკუთრებით კი ელექტრომოწყობილობების მიწოდებაში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინა დიდი ინტერესით აკვირდება აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ აღდგენით და რეკონსტრუქციის სამუშაოებს. ამ კონტექსტში გამოითქვა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის გამოცდილება უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.























