ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
ალთუნმა გლობალურ მედიას ჭეშმარიტებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა და ისრაელის ქმედებები ღაზაში დაგმო
კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა დეზინფორმაციისა და „ალგორითმის დიქტატურის“ წინააღმდეგ გლობალური მედია ფრონტის შექმნისკენ მოუწოდა, ისრაელის თავდასხმას ღაზაზე კი ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი გენოციდი უწოდა და დაგმო.
ალთუნმა გლობალურ მედიას ჭეშმარიტებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა და ისრაელის ქმედებები ღაზაში დაგმო
/ AA

კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა სტამბოლში გამართულ აზიის მაუწყებელთა კავშირის (ABU) საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრასა და გლობალურ საინფორმაციო ფორუმზე თავის გამოსვლაში მოუწოდა გაერთიანებული და სიმართლეზე დაფუძნებული გლობალური მედია ფრონტის შექმნისკენ.

ხუთშაბათს სტამბოლში გამართულ აზიის მაუწყებელთა კავშირის (ABU) საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრასა და გლობალურ საინფორმაციო ფორუმზე სხვადასხვა რეგიონებიდან მედია პროფესიონალებს სიტყვით მიმართა ალთუნმა და ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის, ციფრული დეგრადაციიდან გლობალურ დეზინფორმაციამდე არსებული პრობლემების გამკლავებისა და მედია თხრობაში სამართლიანობისა და სიმართლის აღდგენის გადაუდებლობაზე.

„სიმართლეზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა უნდა დომინირებდეს“

ალთუნმა აღნიშნა, რომ დღევანდელ გლობალურ მედია ეკოსისტემაში ყველაზე დიდი გამოწვევა ჟურნალისტიკის ფაქტებზე დაფუძნებულად დარჩენის უზრუნველყოფაა. მან ხაზი გაუსვა გლობალური საზოგადოებების ინკლუზიურად წარმოდგენას და ტენდეციურობისა და გარიყვებისგან თავისუფალი თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ამ გამოწვევის დაძლევა მხოლოდ განზოგადებებისგან, ტენდენციურობისგან, შიშებისგან თავისუფალ თავდაჯერებულ, ჭეშმარიტების აღმოსაჩენად მშრომელ მედია პროფესიონალებს შეუძლიათ.“  - თქვა მან. ალთუნმა დაამატა, რომ ABU, რომელიც მსოფლიოში ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანთან აღწევს, ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტია, რომელსაც ამ გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული გლობალური ნარატივების ჩამოყალიბების საკითხში დასავლურ-ცენტრული ინფორმაციის ნაკადების კრიტიკის დროს ალთუნმა განაცხადა, რომ ეს ნაკადები კონფლიქტსა და დაყოფას უწყობს ხელს და არ უწყობს ხელს ერთად ცხოვრებას. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო მედია უსამართლობის ახალი ერა, რომელსაც ისეთი ტექნოლოგიები უწყობს ხელს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.

ალთუნმა აღნიშნა, რომ ამ საფრთხეებიდან ერთ-ერთია დასავლური სოციალური მედია კომპანიების მიერ თავს მოხვეული „ალგორითმის დიქტატურა“. მან თქვა, რომ ეს კომპანიები, ქმნიან რა მანიპულირებულ და ცრუ შინაარსს გარკვეული აუდიტორიისთვის, კავშირის საფარქვეშ აძლიერებენ ზეწოლასა და ბატონობას.

მსგავსიTRT Global - ‘A cultural shift’: Türkiye’s AI momentum gains global recognition

„ისრაელის სისასტიკე ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი გენოციდია“

ღაზას სექტორზე საუბრისას, ალთუნმა ისრაელის სამხედრო თავდასხმა „სრული სამხედრო და ტექნოლოგიური ძალით მხარდაჭერილ გენოციდად“ შეაფასა. მან თქვა, რომ ისრაელის დანაშაულებზე ღიად უნდა ითქვას, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს ეს.

 „პალესტინაში არის საშინელი რეალობა, რომლის გამოხატვა სიტყვებს უჭირს.“  - თქვა მან. „ისრაელის მთავრობის პალესტინის ტერიტორიებზე დაჩაგრული და უდანაშაულო ხალხის მიმართ განხორციელებული ეს უსაზღვრო ხოცვა-ჟლეტა, ფასის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხმით გასაცხადებელი ჭეშმარიტებაა.“

ალთუნმა გაიხსენა, რომ ერთმა დიდმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ პალესტინის მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სამსახურიდან გაათავისუფლა. მან აღნიშნა, რომ ამ ინჟინერმა გამოააშკარავა, თუ როგორ იყენებს ისრაელი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს თავდასხმებში და ეს თავდასხმები „ისტორიაში პირველ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილ გენოციდად“ შეაფასა.

ალთუნმა ასევე გაიხსენა ისრაელის თავდასხმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში დიპლომატების ჯგუფზე, რომელთა შორის თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელიც იყო, და თქვა, რომ ამ მოვლენამ ისრაელის „უკანონობა და სისტემატური ძალადობა“ კიდევ ერთხელ გამოავლინა.

მსგავსიTRT Global - Türkiye condemns Israeli fire on diplomats in Jenin, demands accountability

ჟურნალისტებზე თავდასხმები

ალთუნმა პატივი მიაგო ჟურნალისტებს, რომლებმაც ღაზიდან ახალი ამბების გასაშუქებლად სიცოცხლე გარისკეს ან დაიღუპნენ.

მათ შორის მოიხსენია TRT Arabi-ის კორესპონდენტი რუბაი ჰალიდი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გაიგო თავისი ოჯახის სახლის დაბომბვის შესახებ; TRT-ის ოპერატორი სამი შეჰადე, რომელმაც ერთი ფეხი დაკარგა, მაგრამ თქვა, რომ მუშაობას გააგრძელებდა; და სააგენტო ანადოლუს კორესპონდენტი საიდ აბუ ნებჰანი, რომელიც 10 იანვარს ისრაელის ცეცხლს ემსხვერპლა.

„2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა მედიის 222  წარმომადგენელი მოკლა. ეს რიცხვი გასულ საუკუნეში ყველა ომში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვს აღემატება.“ - თქვა მან.

„ამ მამაცმა ჟურნალისტებმა ცეცხლქვეშაც კი არ თქვეს უარი სიმართლის გადმოცემაზე. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა ერდოღანმაც თქვა, მათ ღაზიდან მსოფლიოსკენ საკომუნიკაციო კორიდორი გახსნეს.“

ალთუნმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებს, განსაკუთრებით TRT-სა და სააგენტო ანადოლუს, „ამ კორიდორის ცოცხლად შენარჩუნების კუთხით გაწეული თავდადებული ძალისხმევისთვის“.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმის დახურვის პროგრამას დაესწრება
ემინე ერდოღანი: „ნულოვანი ნარჩენების ფორუმს“ ისტორიულ შეხვედრად მივიჩნევთ
მინისტრი ფიდანი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბანგლადეშთან თანამშრომლობის განვითარება
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სამთავრობოებსშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ოქმი გაფორმდა
ისლამური ეკონომიკის მე-3 გლობალური სამიტი გრძელდება
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
აზერბაიჯანმა და თურქეთმა 33 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს
თურქეთი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ
ASELSAN-სა და SSB-ს შორის 845 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი შეთანხმება
ფიდანი: "ირან-აშშ მოლაპარაკებებში შეთანხმება ყველაზე ახლოს არის, ვიდრე ოდესმე"
პრეზიდენტი ერდოღანი ალჟირის პრეზიდენტ ტებუნს ესაუბრა
პრეზიდენტი ერდოღანი: ღაზაში ჩემს ძმებსა და დებს სოლიდარობის ყველაზე ძლიერ გზავნილებს ვუგზავნი
პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი მსოფლიოში იშვიათ წარმატების ისტორიას წერს
პრეზიდენტ ერდოღანის სატელეფონო დიპლომატია