ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
სტამბოლმა კონგრესის ტურიზმში ბოლო 10 წლის საუკეთესო გლობალურ რეიტინგს მიაღწია
სტამბოლმა, 2025 წელს 95 მასშტაბური საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობით, ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი მე-18 ადგილზე გადაინაცვლა და კონგრესის ტურიზმში ბოლო 10 წლის საუკეთესო მსოფლიო მაჩვენებელს მიაღწია.
სტამბოლმა კონგრესის ტურიზმში ბოლო 10 წლის საუკეთესო გლობალურ რეიტინგს მიაღწია
სტამბოლმა კონგრესის ტურიზმში ბოლო 10 წლის საუკეთესო გლობალურ რეიტინგს მიაღწია

GlobeWatch 2025 ICCA-ის ქვეყნებისა და ქალაქების რეიტინგის ანგარიშის მიხედვით, თურქეთი 2025 წელს 142 მასშტაბური საერთაშორისო კონგრესით მსოფლიო რეიტინგში პოზიციას ინარჩუნებს და 33-ე ადგილზეა. გასულ წელს თურქეთმა ევროპის რეიტინგში მე-18 ადგილი დაიკავა.

სტამბოლი კი, რომელიც 2024 წელს კონგრესის ქალაქების რეიტინგში ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყო, ერთ წელიწადში ორი საფეხურით დაწინაურდა.

სტამბოლის ამგვარი შედეგი დადებითად აისახა თურქეთის პოზიციაზე საერთაშორისო კონგრესების ბაზარზე.

აღნიშნულ ანგარიშში სტამბოლთან დაკავშირებით ნათქვამია: „სტამბოლი (კონგრესის ტურიზმში) სტაბილური ზრდით აგრძელებს დადებით იმპულსს, რჩება თურქეთის საერთო მაჩვენებლის მთავარ მამოძრავებელ ძალად და აგრძელებს პოზიციების განმტკიცებას, როგორც მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი“.

2025 წელს სტამბოლმა 95 კონგრესით მე-18 ადგილს მიაღწია და ბოლო 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

სტამბოლი, რომელიც 2016 წელს 62 კონგრესით მსოფლიო რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებდა, 2017 წელს 133-ე ადგილამდე დაქვეითდა. ქალაქში კონგრესების რაოდენობა და მსოფლიო რეიტინგი 2022 წლიდან უწყვეტად უმჯობესდება; 2022 წელს 23-ე, 2023 წელს 21-ე, ხოლო 2024 წელს მე-20 ადგილზე დაწინაურების შემდეგ, სტამბოლმა 2025 წელს 95 კონგრესით მე-18 ადგილს მიაღწია და ბოლო 10 წლის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მსოფლიო კონგრესის ქალაქების რეიტინგის სათავეში ლისაბონია, მეორე ადგილს პარიზი იკავებს, ხოლო მესამეს — ბარსელონა. რეიტინგში, სადაც პირველ ათეულს ვენა, სინგაპური, პრაღა, კოპენჰაგენი, ლონდონი, სეული და ტოკიო ავსებენ, სტამბოლი 95 კონგრესით მე-18 ადგილზე განთავსდა. ქვეყნების მიხედვით რეიტინგში აშშ ლიდერობას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე კი — გერმანია.

აღმოაჩინეთ
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა
თურქეთმა კანადაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოხატა