თურქული სამყაროს გასტრონომიის სამიტზე, რომელიც ანკარის „2026 წლის თურქული სამყაროს ტურიზმის დედაქალაქად“ გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართება, თურქეთის გარდა აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თათრეთის, ყირიმელი თათრებისა და უიღურული სამზარეულოების ტრადიციული კერძები ვიზიტორებს წარედგინება.
ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენის (TravelExpo Ankara) ფარგლებში ხვალ ATO Congresium-ში თურქული სამყაროს გასტრონომიის სამიტიც გაიმართება.
ღონისძიებებ ხვალ დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. მისი მიზანია თურქული სამყაროს ტრადიციული კერძების რეცეპტების დაცვა, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და ქვეყნებს შორის გასტრონომიული ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება.
პროგრამის პირველი დღე თემით „საერთო მემკვიდრეობა, საერთო სუფრა“ გაიმართება. სამიტზე ხვალ თურქეთიდან ოსპის წვნიანით, უზბეკეთიდან უზბეკური ფლავით, ყირიმელი თათრების სამზარეულოდან ჩებურეკით, აზერბაიჯანიდან კი შექერბურათი და რეჰანის შერბეთით გაუმასპინძლდებიან. შეფ-მზარეულების საჩვენებელ გამოსვლებზე კი აზერბაიჯანული კერძი გიურზე და თათრეთის ტკბილეული ჩაკ-ჩაკი მომზადდება.
სამიტის მეორე დღეს „აბრეშუმის გზის გემოების“ თემით უზბეკეთიდან მაშხურდას წვნიანსა და სამსას, თურქმენეთიდან თურქმენულ ფლავს, თათრეთიდან ჩაკ-ჩაკსა და თურქეთიდან აირანს წარმოადგენენ. პრაქტიკული დემონსტრაციებით ასევე გააცნობენ ყაზახეთის კერძ ბეშბარმაკსა და ყირგიზეთის კერძ ორომოს.
ბოლო დღე კი თემას — „ტრადიციიდან მომავლისკენ თურქული სამყაროს სამზარეულო“ — დაეთმობა. თურქმენეთიდან უნაშის წვნიანით, აზერბაიჯანიდან შაჰ-ფლავითა და გოი კუტაბით, თურქეთიდან კი ფქვილის ჰალვითა და თამარინდის შერბეთით გაუმასპინძლდებიან. შეფ-მზარეულების საჩვენებელ გამოსვლებზე უიღურულ ლაგმანსა და თათრეთის კერძ ეჩპოჩმაკს წარმოადგენენ.
ამ ფარგლებში ზოგიერთი სპეციალური ინგრედიენტი, რომელთა მოძიებაც თურქეთში ადვილი არ არის და რომლებიც რეცეპტების დამახასიათებელ თავისებურებებს ქმნის, უშუალოდ იმ ქვეყნებიდან იქნა მოპოვებული, რომლებსაც ისინი ეკუთვნის.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეფ-მზარეულების 6 ვორქშოპი, მონაწილეთა 6 სახელოსნო, 9 დისკუსია და 9 კონკურსი.























