უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განიხილა.
მისი თქმით, საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა.
„უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დელეგაციების დონეზე სამმხრივი ფორმატის შეხვედრისთვის ვემზადებით. ამისთვის ერთ კვირაზე ნაკლები დრო დარჩა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე ომის დასრულებისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მოლაპარაკებები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც გრძელდება.
„ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად მოლაპარაკებები მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში უნდა წარიმართოს. უკრაინა მზად არის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე გავუზიარეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.























