ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ერდოღანი: „ღაზის გენოციდით საყოველთაო ადამიანის უფლებებმა „მძიმე ზიანი“ განიცადა“
ადამიანის უფლებათა დღის მილოცვისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ გლობალური ღირებულებები შესუსტდა; მან მოუწოდა თანამშრომლობისკენ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ანკლავის აღსადგენად, ამასთანავე დაგმო ისრაელის სასტიკი ომი და ნგრევა ღაზაში.
ერდოღანი: „ღაზის გენოციდით საყოველთაო ადამიანის უფლებებმა „მძიმე ზიანი“ განიცადა“
ერდოღანი / Reuters
10 დეკემბერი 2025

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გენოციდი, რომელსაც 70 000-ზე მეტი ღაზელის სიცოცხლე ემსხვერპლა, არის ნათელი მაჩვენებელი იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მითითებულმა ღირებულებებმა მძიმე ზიანი განიცადა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანმა ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით განაცხადა: „სისასტიკე, რომელსაც ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ვხვდებით, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობის მიუხედავად, კვლავ გრძელდება“.

მიულოცა რა თურქ ერსა და სრულიად კაცობრიობას ადამიანის უფლებათა დღე გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 77-ე წლისთავზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კაცობრიობის საერთო ღირებულებებსა და მიღწევებს წარმოადგენს, დღესაც ინარჩუნებს თავის თვისებას, იყოს გლობალური ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანდაყოლილ უფლებებს.

ამასთანავე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ დეკლარაციაში ნახსენები წესები და პრინციპები მსოფლიოს მრავალ რეგიონში ირღვევა; ისეთი ცნებები, როგორიცაა მშვიდობა და სამართლიანობა, მუდმივად კარგავს ფასს. მან განაცხადა: „უზარმაზარ ნანგრევებად ქცეული ღაზის რაც შეიძლება მალე ფეხზე დაყენება მთელი კაცობრიობის საერთო პასუხისმგებლობაა პალესტინელების წინაშე“.

მშვიდობა ღაზაში

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ღაზაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა თურქეთის წვლილითაც მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაძლიერება და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მოდელის უმოკლეს ვადებში განხორციელებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი აქაც უგულებელყოფს სამართალსა და წესებს და არღვევს ზავს თავდასხმებით, რომლებსაც 11 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 370 პალესტინელი ემსხვერპლა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელზე ზეწოლის გაზრდას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ღაზა კვლავ კონფლიქტში არ ჩაითრიონ.

თურქეთის ერთგულება მშვიდობის, დიალოგისა და ადამიანის ღირსებისადმი

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ანკარა აგრძელებს მშვიდობასა და დიალოგზე ორიენტირებულ ინიციატივებს სუდანში ძმათა სისხლისღვრის შესაჩერებლად და ქვეყანაში ნდობისა და სტაბილურობის აღსადგენად. მან განაცხადა, რომ კულტურულ რასიზმთან, ისლამოფობიასა და ქსენოფობიასთან ბრძოლას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დეკლარაციის პრინციპების დაცვის კუთხით“.

„მიუღებელია სიძულვილის შემცველი დანაშაულებისა და რიტორიკის იგნორირება, მათ წინააღმდეგ საჭირო ზომებისა და სანქციების გაუტარებლობა, და ხშირად აზრის გამოხატვის თავისუფლების საბაბით წახალისებაც კი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. „როგორც თურქეთი, ჩვენი ისტორიიდან მიღებული ძლიერი მემკვიდრეობით, ენის, რასისა და წარმოშობის განურჩევლად, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სულიერ და კულტურულ გეოგრაფიაში; და უმაღლესი დონის წვლილს შევიტანთ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა ტრამპის ღაზის პანელის შემადგენლობა გააპროტესტა; პალესტინის კომიტეტის წევრები დასახელდნენ
ირანის საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
ტრამპმა ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის კაშხლის გამო არსებულ დავაში შუამავლობა შესთავაზა
ტრამპი: გრენლანდიასთან დაკავშირებით „ნატოსთან ვსაუბრობთ"
ტრამპის ზეწოლის ქვეშ გრენლანდიის გამო, ევროპა რუსეთთან დაახლოებას განიხილავს
აშშ-ს ბირთვული ენერგიის ინსტიტუტი: ვაშინგტონთან SMR-ს თანამშრომლობა  დიდი შესაძლებლობაა ანკარისთვის
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკეანეების დაცვის გლობალური შეთანხმების ძალაში შესვლაში
ტრამპმა ღაზას სამშვიდობო საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადა
თურქეთი ირანის წინააღმდეგ „ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციის“ წინააღმდეგია
X: Grok აღარ შეასრულებს შიშველი გამოსახულებების ბრძანებებს იმ რეგიონებში, სადაც ეს უკანონოა
ტრამპი: უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას პუტინი კი არა, ზელენსკი აფერხებს
აშშ-ის ოფიციალური პირი: თურქეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ევროპული ქვეყნები ირანში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ „ქვეყნიდან გაიქცნენ“
ფიდანი და არაქჩი რეგიონული დაძაბულობის ზრდის გამო 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ესაუბრნენ