ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
იემენელი ჰუსიტები ისრაელის წინააღმდეგ ახალ „საზღვაო ბლოკადას“ იწყებენ
ჰუსიტების განცხადებაში ნათქვამია: „ყველა კომპანიამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ისრაელის პორტებთან საქმიანი ურთიერთობა“.
იემენელი ჰუსიტები ისრაელის წინააღმდეგ ახალ „საზღვაო ბლოკადას“ იწყებენ
/ AA

იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას განაცხადა, რომ მიიღო სამხედრო ოპერაციების „გაძლიერების“ გადაწყვეტილება და ღაზაში მიმდინარე გენოციდის საპასუხოდ ისრაელის წინააღმდეგ „საზღვაო ბლოკადის“ მეოთხე ეტაპის განხორციელება დაიწყო.

დაჯგუფების შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჰუსიტებმა განმარტეს, რომ ეს ეტაპი „მოიცავს ისრაელის პორტებთან მომუშავე ნებისმიერი კომპანიის კუთვნილი ყველა გემის სამიზნედ ქცევას, მიუხედავად კომპანიის ეროვნებისა და იმისა, თუ სად იმყოფება გემი, რომელზეც შეიარაღებულ ძალებს ხელი მიუწვდებათ“.

დაჯგუფებამ ასევე გააფრთხილა, რომ გემები „შესაძლოა სამიზნე გახდნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც რაკეტებს ან უპილოტო საფრენ აპარატებს მიღწევა შეუძლიათ, მათი დანიშნულების ადგილის მიუხედავად“.

დაჯგუფებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყანამ, ვისაც ამ დაძაბულობის თავიდან აცილება სურს, უნდა აიძულოს მტერი, შეწყვიტოს თავდასხმები და მოხსნას ღაზის ბლოკადა“ და დასძინა: „ამ სამყაროში მცხოვრები თავისუფალი ადამიანი ვერ შეეგუება იმას, რაც ხდება“.

ჰუსიტებმა ისრაელის მიმართ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერეს, რაც ისრაელის ძალებმა მარტში ღაზაზე თავდასხმები განაახლეს. თავდასხმები ორთვიანი მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განახლდა.

2023 წლის ნოემბრიდან დაჯგუფება, ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერად, წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და არაბეთის ზღვაში კომერციულ გემებსაც ესხმის თავს. ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 59,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აღმოაჩინეთ
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ
პრეზიდენტმა ერდოღანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთში საწვავის დეფიციტი კვლავ ღრმავდება
თურქულ-ამერიკულმა ჯგუფებმა აშშ-ის კონგრესს თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის დამტკიცებისკენ მოუწოდეს