ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ფიდანი: აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ვურჩევთ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში თავის კოლეგა პეტროვა-ჩამოვასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფიდანი: აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ვურჩევთ
ჰაქან ფიდანი

სოფიაში ვიზიტით მყოფმა ჰაქან ფიდანმა ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც შეეხო. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს საერთო მოლოდინი იმისა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

ფიდანმა განაცხადა, რომ ისინი მხარეებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, თუმცა ორი დღის წინ დაწყებული ორმხრივი თავდასხმები ესკალაციის რისკს შეიცავს: „ეს ჩვენ ნამდვილად გვაშფოთებს. ვურჩევთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ორმხრივი იერიშები, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და დაასრულონ ის ტექსტი, რომლის მომზადებაც თითქმის ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი მუშაობა და ძალისხმევაც სწორედ ამ მიმართულებითაა მიმართული“.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის ესკალაცია, დაძაბულობის მატება და კვლავ სრულმასშტაბიანი ომის გარემოში დაბრუნება არავისთვისაა სასარგებლო: „რაც არ უნდა რთული და დამქანცველი იყოს, მოლაპარაკებების საბოლოო წერტილამდე მიყვანა მთავარი მიზანი უნდა იყოს, მათ ეს პროცესი უნდა დაასრულონ. ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ასეთია“, - განაცხადა მან.

აღმოაჩინეთ
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა