ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა და სირიამ დამასკოში 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო მიზანი განიხილეს
თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი სირიის ოფიციალურ პირებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განსახილველად დამასკოს ეწვია.
თურქეთმა და სირიამ დამასკოში 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო მიზანი განიხილეს
თურქეთმა და სირიამ დამასკოში 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო მიზანი განიხილეს / َAA

თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი დამასკოს 63-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში სირიის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრს, ნიდალ ეშ-შაარს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

ბოლათმა ოთხშაბათს, თურქულ სოციალურ პლატფორმა NSosyal-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებით ტრანსპორტირებისა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვაჭრობის გამარტივების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები შეფასდა. გარდა ამისა, განიხილეს თურქული კერძო სექტორის შესაძლო როლი სირიის აღდგენის პროცესში.

ორმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აპრილში გამართულ თურქეთ-სირიის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის სხდომაზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ბოლათი სირიის საინვესტიციო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, აჰმედ რავად რამადანს შეხვდა და სირიაში თურქული კომპანიების საინვესტიციო გეგმები და შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე საინვესტიციო გარემოს უფრო პროგნოზირებადობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან ერთად, სირიის ქამუნესა და სარაკიბის რეგიონების ორგანიზებულ ინდუსტრიულ ზონებში დაგეგმილი ინვესტიციები შეფასდა.

ბოლათმა განაცხადა, რომ რამადანის მიერ თურქული ბიზნესსამყაროს კარგად ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თურქეთსა და სირიას შორის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრაში მონაწილე თურქმა ბიზნესმენებმა ასევე გააზიარეს რეგიონში წარმოებისა და დასაქმების გაზრდისკენ მიმართული მოლოდინები და გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები.

აღმოაჩინეთ
ერდოღანი: „მტერსა და მოყვარეს განვუცხადეთ, რომ ჩვენს რეგიონში არასტაბილურობას არ შევეგუებით"
თურქეთის ქალთა ეროვნულმა ფრენბურთის ნაკრებმა სლოვენია 3:1 დაამარცხა
ევროკავშირისგან უკრაინას 6,1 მილიარდი ევროს თავდაცვითი მხარდაჭერა
აშშ-ში 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული საიმიგრაციო ვიზის აკრძალვა გაუქმდა
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ბესენტი: „(ირანში) ახლა დასკვნით ეტაპზე გადავდივართ“
რუსული კომპანია Ozon-ის კუთვნილ 3 სხვადასხვა საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს
პაკისტანი და მალაიზია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ: „სანამ თანამდებობაზე ვარ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებ“
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა