ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
გუვენი: „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური აუცილებლობაა“
გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ასლი გუვენმა, ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში არსებულ „არასტაბილურ“ ვითარებას და აღნიშნა, რომ რეგიონული მშვიდობის დამყარება „გლობალური აუცილებლობაა“.
გუვენი: „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური აუცილებლობაა“
გუვენი: „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური აუცილებლობაა“

გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ასლი გუვენმა, ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში არსებულ „არასტაბილურ“ ვითარებას და აღნიშნა, რომ რეგიონული მშვიდობის დამყარება „გლობალური აუცილებლობაა“.

გუვენმა თურქეთის სახელით სიტყვით გამოსვლისას გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე, რომლის თემა იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“ და „ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება: მედიაცია და დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

„დღეს ჩვენი რეგიონი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ პერიოდს გადის. ღაზაში მილიონობით ადამიანი დაუცველობისა და გაურკვევლობის პირობებში ცხოვრობს,“ - განაცხადა გუვენმა და აღნიშნა, რომ ისრაელი, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს „საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას“.

გუვენის თქმით, ისრაელი კვლავ ატარებს პოლიტიკას, რომელიც „კიდევ უფრო ამყარებს ოკუპაციას დასავლეთ სანაპიროზე და განზრახ უთხრის ძირს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას“.

თელ-ავივის ადმინისტრაციის მიერ სირიასა და ლიბანში განხორციელებულ „დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე“ საუბრისას, გუვენმა აღნიშნა: „ბოლოდროინდელმა კონფლიქტებმა და მათმა გავლენამ სპარსეთის ყურის რეგიონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლება გამწვავდეს რეგიონული დაძაბულობა; როგორ შეუძლია მას საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს, არიოს გლობალური ბაზრები და დაემუქროს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

გუვენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონი მრავალი კრიზისისა და კონფლიქტის გარემოცვაშია: „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა არა მხოლოდ რეგიონული აუცილებლობა, არამედ გლობალური პასუხისმგებლობაა“.

„თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს მედიაციის ყველა მცდელობას“

გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანკარის მიერ რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა: „თურქეთმა აჩვენა თავისი ერთგულება კონსტრუქციული ჩართულობისა და პრაქტიკული დიპლომატიისადმი ყველა სფეროში - ღაზიდან უკრაინამდე, აფრიკის რქიდან და მის ფარგლებს გარეთ“.

ღაზაში მედიაციის მცდელობების გარდა, გუვენმა აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს ირანთან „დიალოგის ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს“ და მზად არის მომავალშიც მხარი დაუჭიროს მედიაციის ყველა მცდელობას, რომელიც რეგიონში კონფლიქტების დასრულებას ისახავს მიზნად.

„ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ იარსებებს, თუ უგულებელყოფილი იქნება წესები, რომლებიც მიღებულია ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. უშიშროების საბჭოს ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია,“ - დასძინა გუვენმა.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი