ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგის პოლიციამ „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ ბრალდებით სამი პირი დააკავა მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურმა იმ შენობების სარემონტო პროექტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა / Reuters

ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში რვაბლოკიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, ხოლო 279 ადამიანი კვლავ დაკარგულია.

ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას გაჩნდა საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც 1900-ზე მეტი ბინაა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ფასადის სარემონტო სამუშაოებისთვის დამონტაჟებული ბამბუკის ხარაჩოების გამო.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის დაღუპულია 55 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მეხანძრეა.

საავადმყოფოში გადაყვანილი 68 ადამიანიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 25 მძიმედ არის დაშავებული.

სავარაუდოდ, კომპლექსში დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვიდი შენობიდან სამში ცეცხლი ლოკალიზებულია, ოთხ შენობაში კი ხანძარი კვლავ გრძელდება.

სულ 279 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია. სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ.

„გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა“

პოლიციამ „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ ეჭვით დააკავა იმ სამშენებლო კომპანიის ორი მენეჯერი და ერთი კონსულტანტი ინჟინერი, რომლებიც შენობების ფასადის განახლების სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის სწრაფ გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სარემონტოდ დამონტაჟებულმა ბამბუკის ხარაჩოებმა და ფანჯრების დასაფარად გამოყენებულმა პლასტიკურმა ქაფის მასალებმა.

უფროსმა ინსპექტორმა ეილინ ჩუნგ ლაი-იმ განაცხადა: „გვაქვს ეჭვი, რომ კომპანიის პასუხისმგებელმა პირებმა მძიმე დაუდევრობა გამოიჩინეს. ამან გამოიწვია ხანძრის სწრაფი გავრცელება და მრავალი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივანმა კრის ტანგმა განაცხადა, რომ პირველადი გამოძიების თანახმად, ხანძრის გავრცელების სიჩქარე უჩვეულო იყო, რაც დიდწილად ქაფის საიზოლაციო მასალაზე მიუთითებს.

სარემონტო სამუშაოების გამოძიება

ჰონგ-კონგის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სარემონტო პროექტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელმა კომისიამ (ICAC) განაცხადა: „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ICAC-მა დღეს შექმნა სპეციალური ჯგუფი ტაი პოში, Wang Fuk Court-ის სარემონტო პროექტში შესაძლო კორუფციის ფაქტებზე ყოვლისმომცველი გამოძიების ჩასატარებლად“.

ჰონგ-კონგმა 17 წლის განმავლობაში პირველად გამოაცხადა მე-5 დონის სახანძრო განგაში, რაც ქალაქის ხუთსაფეხურიან შკალაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევაკუაცია განხორციელდა ორ მეზობელ კომპლექსშიც და ხანძრის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 900 ადამიანი რვა დროებით თავშესაფარშია განთავსებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 140-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 800-ზე მეტი მაშველი და მეხანძრე.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს რეაგირების პროცესის მხარდაჭერა დაავალა.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯონ ლი კა-ჩიუმ ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო და სტიქიის საპასუხო სამუშაოების კოორდინაციის მიზნით მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.

აღმოაჩინეთ
ფიფას პრეზიდენტი: ირანი მსოფლიო ჩემპიონატში ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარემ ისრაელის გაეროს წევრობის შეჩერება მოითხოვა
ომის მიერ ენერგეტიკული აქტივებისთვის ზარალის ღირებულებამ შესაძლოა 58 მილიარდ დოლარს მიაღწიოს
ვიეტნამი ჩინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა
25-მა გემმა ჰორმუზის სრუტე გაიარა, აშშ-ის ბლოკადის მიუხედავად საზღვაო მიმოსვლა გრძელდება
საბერძნეთს მიგრანტების დაქირავებულ მებრძოლებად გამოყენებაში ადანაშაულებენ
იტალია ისრაელთან თავდაცვის შეთანხმებას ყინავს
ირანი 5 არაბულ ქვეყანას აშშ-ისრაელთან თანამშრომლობისთვის კომპენსაციას სთხოვს
ჩინეთისა და ესპანეთის გზავნილი ერთიანობის შესახებ „დაშლილ“ მსოფლიო წესრიგში
ვენსი: პაკისტანში ირანთან გამართულ მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესია“ მიღწეული
კანცლერმა მერცმა ნეთანიაჰუ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს „ნაწილობრივი ანექსიის“ შესახებ გააფრთხილა
რუსეთსა და უკრაინას შორის სააღდგომო ზავი დასრულდა
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება
ერდოღანმა და მაკრონმა ირანში ცეცხლის შეწყვეტის, ლიბანისა და ღაზის შესახებ ისაუბრეს