თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-ს მუდმივი თავდაცვის გეგმის ფარგლებში, იტალიური SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემა მე-3 მთავარ ავიაბაზაზე განთავსდება.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ნატო-ს მუდმივი თავდაცვის გეგმის ფარგლებში, ალიანსის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, იტალიის კუთვნილი ერთი SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემა კონიაში, მე-3 მთავარ ავიაბაზაზე განთავსდება“.






















