ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
მედიის ინფორმაციით, შტორმი ვაკაიამას პრეფექტურას დაატყდა თავს, რის შემდეგაც იაპონიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში გავრცელდა, რამაც წყალდიდობის შესახებ უმაღლესი დონის გაფრთხილებების გაცემა გამოიწვია.
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა / Reuters

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტროპიკული შტორმი „ჯანგმი“, რომელიც იაპონიაში ცნობილია როგორც „ტაიფუნი №6“, ოთხშაბათს დილით ადრე ვაკაიამას პრეფექტურის სამხრეთით ხმელეთზე გადავიდა. მან იაპონიის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონების დიდ ნაწილში ძლიერი წვიმა, მძლავრი ქარი და წყალდიდობის რისკი წარმოქმნა.

გამოცემა „The Japan Times“-ის ინფორმაციით, შტორმი ვაკაიამას სამხრეთ სანაპიროსთან ხმელეთზე გადავიდა, რის შემდეგაც ქვეყნის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ჩრდილო-აღმოსავლეთით განაგრძო მოძრაობა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იმ რეგიონებისთვის, სადაც მდინარეების ადიდება და ძლიერი წყალდიდობაა მოსალოდნელი, უმაღლესი - იშვიათი მე-5 დონის სპეციალური გაფრთხილება გამოსცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკაიამაში, მდინარე კოზას გასწვრივ წყალდიდობა მოხდა; ხელისუფლებამ საგანგებო გაფრთხილებები გამოსცა, თუმცა პირობების გაუმჯობესების კვალდაკვალ საფრთხის დონე მოგვიანებით შემცირდა.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მდინარეების ადიდების, მეწყერებისა და დამატებითი ნალექის გამო რისკები კვლავ ნარჩუნდება.

საინფორმაციო პორტალ „Kyodo News“-ის ცნობით, „ჯანგმის“ გავლენა დასავლეთ იაპონიის ფარგლებს გასცდა. გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეჩერდა ან გადაიდო მატარებლების მოძრაობა, ხოლო მრავალი პრეფექტურის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებები გაიცა.

მსხვილმა მწარმოებლებმა, მათ შორის საავტომობილო კომპანიებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, პრევენციის მიზნით დროებით შეაჩერეს მუშაობა.

ქვეყანაში მძვინვარე ძლიერი ქარის გამო ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

შტორმი, რომელმაც მანამდე ოკინავა გადაიარა, ხმელეთზე გადასვლის შემდეგ შესუსტდა, თუმცა ტოკიოს მეტროპოლიის მიმართულებით სვლას აგრძელებს.

მეტეოროლოგები აფრთხილებენ, რომ ძლიერი წვიმა შესაძლოა ხუთშაბათამდე გაგრძელდეს, რაც აღმოსავლეთ იაპონიაში წყალდიდობისა და ამინდთან დაკავშირებული სხვა სტიქიური უბედურებების რისკს ზრდის.

აღმოაჩინეთ
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
აზერბაიჯანმა და თურქეთმა 33 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს
უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადასაყენებლად სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს
ერდოღანი: თურქეთი და აზერბაიჯანი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხელს შეუწყობენ