ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
სტამბოლში ახალგაზრდა ბიზნესმენთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
სტამბოლში ახალგაზრდა ბიზნესმენთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
სტამბოლში ახალგაზრდა ბიზნესმენთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
სტამბოლში ახალგაზრდა ბიზნესმენთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართა / TRT

თურქეთის პრეზიდენტის საინვესტიციო და ფინანსური ოფისის ხელმძღვანელმა, ბურაქ დაღლიოღლუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო თავისი ყველა შესაძლებლობითა და პოლიტიკით მეწარმეების გვერდით დგას. მან აღნიშნა: „მხოლოდ 2025 წელს, ამ ქვეყანაში ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებში თითქმის 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“.

ახალგაზრდა ბიზნესმენთა საერთაშორისო კონგრესი (UGİK'26), რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზაცია „ახალგაზრდა დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (Genç MÜSİAD) მიერ ტარდება, წელს თემით „მომავალი: დღეს“ (Future: Today) დაიწყო.

გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტის საინვესტიციო და ფინანსური ოფისის ხელმძღვანელი ბურაქ დაღლიოღლუ, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) თავმჯდომარე ბურჰან ოზდემირი, „ახალგაზრდა დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი მაღსუმ უსტა და კონგრესის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ომერ ფარუქ ჩელიქი.

დაღლიოღლუმ მიუთითა, რომ გაურკვევლობის გარემოში ბიზნესის კეთება და გზის გაკვალვა ყველას არ შეუძლია და დასძინა: „აქ საჭიროა ფიგურები, რომლებიც ლიდერობას გამოიჩენენ. ვის აქვს გამბედაობა, იაროს გაურკვევლობაში? პირველ რიგში - მეწარმეებს. მეწარმეობაში მხოლოდ ბიზნესმენობა არ უნდა ვიგულისხმოთ. ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკასა და დიპლომატიაში მეწარმეობის საუკეთესო მაგალითია“.

„მხოლოდ 2025 წელს, ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებში თითქმის 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო“

ბურაქ დაღლიოღლუმ აღნიშნა, რომ კარგი მეწარმე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია, რადგან ასეთი პროფილის ადამიანები ბევრნი არ არიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთელ ამ სამეწარმეო თავგადასავალში სახელმწიფო თავისი რესურსებით მეწარმეების გვერდითაა: „ახლა დარბაზში საერთაშორისო სტუმრებიც გვყავს. გასულ წელს, მხოლოდ 2025-ში, ამ ქვეყანაში ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებში თითქმის 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“.

MÜSİAD-ის თავმჯდომარემ, ბურჰან ოზდემირმა განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვები დაირღვა და ძალთა ბალანსი იცვლება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენების მოვალეობა მხოლოდ კომპანიების დაარსება კი არა, არამედ საზოგადოების ახალი მოდელებისა და ხედვების შექმნაა.

ოზდემირმა აღნიშნა, რომ თუ წარსულში გამბედაობა რისკზე წასვლას ნიშნავდა, „დღეს გამბედაობა არის ეთიკურობის შენარჩუნება, მოკლევადიან მოგებაზე უარის თქმა და უფრო სამართლიანი სისტემისთვის ბრძოლა არსებული სისტემის შიგნით“.

„ბიზნეს სამყაროში რეალურ განსხვავებას საუკეთესო მსმენელები ქმნიან“

„ახალგაზრდა MÜSİAD“-ის პრეზიდენტმა, მაღსუმ უსტამ აღნიშნა, რომ ბიზნესში რეალურ შედეგს ისინი აღწევენ, ვისაც მოსმენა შეუძლია.

„ეფექტური მსმენელი ხვდება იმას, რასაც კლიენტი არ ამბობს. ის ამჩნევს პარტნიორის ყოყმანს და ხედავს მთავარ პრობლემას იქ, სადაც მისი გუნდი დუმს. მოსმენის დისციპლინა ლიდერობის 'კუნთია'. კუნთები სუსტდება, თუ მათ არ იყენებ, და ძლიერდება გამოყენებისას“, - განაცხადა უსტამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი თაობა წარმოუდგენლად ნიჭიერია, სწრაფად სწავლობს, არის მამაცი და თავდაჯერებული, თუმცა პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნაკლი მოუთმენლობაა.

აღმოაჩინეთ
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
აზერბაიჯანმა და თურქეთმა 33 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს