რუსეთის თავდასხმების შედეგად კიევში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაავრცელეს გაფრთხილება, რომ „მთელი უკრაინა“ სარაკეტო საფრთხის ქვეშაა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

By
რუსეთის თავდასხმების შედეგად კიევში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა / Reuters

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

მერმა კლიჩკომ Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. 10 დაშავდა. მათგან ხუთი ჰოსპიტალიზებულია, სხვებს კი დახმარება ადგილზე გაეწიათ“.

რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის სხვა ქალაქებზეც მიიტანა იერიში. სამიზნე ქალაქებიდან ერთ-ერთში, აღმოსავლეთით მდებარე ხარკოვში, თავდასხმასთან დაკავშირებული ცნობები ჯერჯერობით არ დასტურდება.

უკრაინის საჰაერო ძალებმა კი განცხადება გაავრცელეს: „მტრის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევა კიევზე გრძელდება!“

საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ „მთელი უკრაინა“ „სარაკეტო საფრთხის“ ქვეშაა.“