ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა აშშ-ის გლობალური საბაჟო ტარიფი 15 პროცენტამდე გაზარდა
გადაწყვეტილება ფასდება, როგორც რესპუბლიკელი ლიდერის ყოვლისმომცველი და ხშირად თვითნებური სატარიფო პოლიტიკის უარმყოფელი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის მცდელობა.
ტრამპმა აშშ-ის გლობალური საბაჟო ტარიფი 15 პროცენტამდე გაზარდა
ტრამპმა აშშ-ის გლობალური საბაჟო ტარიფი 15 პროცენტამდე გაზარდა / Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ იმპორტზე მოქმედი გლობალური საბაჟო გადასახადი 15 პროცენტამდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება განიხილება, როგორც ტრამპის დაპირების გამეორება მისი აგრესიული სატარიფო პოლიტიკის გაგრძელების შესახებ, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული პოლიტიკის დიდი ნაწილი უკანონოდ გამოაცხადა.

ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლოს პარასკევის გადაწყვეტილების დეტალური შესწავლის შემდეგ — რომელმაც სატარიფო პროგრამა შეზღუდა და რომელიც მან „უკიდურესად ანტიამერიკულად“ შეაფასა — ადმინისტრაციამ იმპორტის გადასახადები „სრულად დაშვებულ და სამართლებრივად შემოწმებულ 15-პროცენტიან ნიშნულამდე“ გაზარდა.

აშშ-ის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე თავდაპირველად 10-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთი გამოაცხადა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში მისი ადმინისტრაცია მოძებნის ალტერნატიულ გზებს „სამართლებრივად დაშვებული“ დამატებითი ტარიფების დასაწესებლად.

შაბათის განცხადება გახდა ბოლო რგოლი იმ ცვალებადი პროცესისა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში საქონლის იმპორტიორი ქვეყნების მიმართ მრავალი სატარიფო განაკვეთის დაწესებით, შემდეგ კი ტრამპის გუნდის მიერ მათი შეცვლით ან გაუქმებით წარიმართა.

ეს გადაწყვეტილება ასევე ფასდება, როგორც რესპუბლიკელი ლიდერის სავიზიტო ბარათად ქცეული საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის ნაწილის — ყოვლისმომცველი და ხშირად თვითნებური გადასახადების — წინააღმდეგ მიმართული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის მცდელობა.

ქვეყნების დარწმუნებისა და დასჯის პოლიტიკა

ახალი საგადასახადო განაკვეთი კანონის თანახმად მხოლოდ დროებითი ხასიათისაა და მისი გამოყენება 150 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ისეთი სექტორები, რომლებიც ცალკეული მოკვლევების ფარგლებში ხვდებიან (მაგალითად, ფარმაცევტული სექტორი), ასევე აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში შემოსული პროდუქცია, ინარჩუნებენ საგადასახადო შეღავათებს.

ტრამპი ბოლო ერთი წლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში სხვადასხვა სატარიფო განაკვეთებს აწესებდა როგორც მოკავშირე, ისე მეტოქე ქვეყნების დარწმუნების ან დასჯის მიზნით.

თეთრმა სახლმა პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის სავაჭრო პარტნიორები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან ცალკეული სატარიფო შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, ასევე დაექვემდებარებიან ახალ გლობალურ ტარიფს.

კონსერვატიული უმრავლესობის მქონე უზენაესმა სასამართლომ პარასკევს ხმების ფარდობითობით ექვსი სამის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ 1977 წლის კანონი, რომელსაც ტრამპი ეყრდნობოდა გლობალური ვაჭრობის შესარყევად და კონკრეტული ქვეყნებისთვის მოულოდნელი გადასახადების დასაწესებლად, „პრეზიდენტს ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას არ ანიჭებს“.

ტრამპმა, რომელსაც მის წინააღმდეგ წასული მოსამართლეებიდან ორი თავად ჰყავდა წარდგენილი, გადაწყვეტილებაზე მძაფრი რეაგირება მოახდინა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებდა, რომ სასამართლო უცხოური ინტერესების გავლენის ქვეშ მოექცა.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „მრცხვენია სასამართლოს ზოგიერთი წევრის გამო, მართლაც მრცხვენია იმის გამო, რომ მათ არ გამოიჩინეს გამბედაობა ჩვენი ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯის გადასადგმელად“.

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა