ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
თურქეთის სოფლის და სატყეო მეურნეობების მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაქლიმ განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერთან მხარდამხარ, იგივე სიმტკიცითა და მონდომებით, უფრო მდგრადი, ბარაქიანი და მწვანე თურქეთისთვის“.
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის

მინისტრმა იუმაქლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა „გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი „საერთო სახლი - დედამიწა“ მომავალ თაობებს უფრო მწვანე და სიცოცხლით სავსე მემკვიდრეობად დაუტოვონ:

„ამ ცნობიერებით, ჩვენი ქვეყნის ოთხივე კუთხეში ვაწარმოებთ ტყის გაშენებას და ყოველდღიურად ვზრდით ჩვენს ტყის რესურსებს. ჩვენი ხედვის - „წყლის ნულოვანი დანაკარგი“ - შესაბამისად დაწყებული წყლის ეფექტიანობის მობილიზაციით, ეროვნულ და რეგიონულ წყლის საბჭოებთან ერთად, გულმოდგინედ ვახორციელებთ პოლიტიკას ჩვენი წყლის ყოველი წვეთის დასაცავად და ვაშენებთ კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრად მომავალს“.

იუმაქლიმ აღნიშნა, რომ დღეს გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა და დასძინა:

„ამ მნიშვნელოვან დღეს კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენს ტყეებზე, წყალსა და ნიადაგზე ზრუნვა, ჩვენსავე მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. უფრო მდგრადი, ნაყოფიერი და მწვანე თურქეთისთვის, ჩვენს ერთან მხარდამხარ, კვლავინდებური სიმტკიცითა და მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას“.

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს