ტრამპის ადმინისტრაციამ მეინის შტატში მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყო
100-ზე მეტი ფედერალური აგენტი გაიგზავნა შტატში, სადაც ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებლები.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის მეინის შტატში, სადაც მრავალი ქვეყნის, მათ შორის სომალის ლტოლვილთა თემები ცხოვრობენ, საიმიგრაციო კონტროლის რეიდები დაიწყო.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის გაფართოებული საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, ამ კვირაში ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში 100-ზე მეტი ფედერალური აგენტი ჩავიდა. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ოპერაცია უპირატესად ლტოლვილებზე იქნება ფოკუსირებული.
მეინის პოლიტიკური ლიდერები და საიმიგრაციო თემები გასულ კვირას უკვე ემზადებოდნენ დამატებითი საიმიგრაციო აგენტების გამოჩენისთვის. მეინის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯანეტ მილსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის აგრესიული ქმედებები შტატში „არასასურველია“.
2025 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ტრამპმა გააფართოვა საიმიგრაციო ღონისძიებები იმ ქალაქებსა და შტატებში, რომლებსაც დემოკრატები მართავენ.
ბოლო კვირების განმავლობაში, ადმინისტრაციის უფრო ფართო საიმიგრაციო ზეწოლის ფარგლებში, მინესოტის შტატში დაახლოებით 3 000 ფედერალური აგენტი იქნა გაგზავნილი.“