ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ესტონეთი რუსეთის საზღვართან 150 ბუნკერის აშენებას გეგმავს
ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაგეგმილი ეს თავდაცვითი ნაგებობები რეგიონში უსაფრთხოების მზარდი შეშფოთების ფონზე დღის წესრიგში დადგა
ესტონეთი რუსეთის საზღვართან 150 ბუნკერის აშენებას გეგმავს
ესტონეთი რუსეთის საზღვართან 150 ბუნკერის აშენებას გეგმავს

ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაგეგმილი ეს თავდაცვითი ნაგებობები რეგიონში უსაფრთხოების მზარდი შეშფოთების ფონზე დღის წესრიგში დადგა. ტალინის ხელისუფლება ასევე ემზადება საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბრიგადის რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს განთავსებისთვის.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ ჰერემმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, რუსეთის საზღვარზე მდებარე იდა-ვირუმაას რეგიონში დაახლოებით 150 ბუნკერის (საფრის) აშენებას გეგმავს.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ცნობით, ბუნკერებიდან დაახლოებით 100 სახელმწიფო მიწებზე აშენდება, ხოლო დაახლოებით 50 - კერძო საკუთრებასა ან მუნიციპალურ ტერიტორიებზე.

ჰერემს აღნიშნული ნაგებობების ან მათი გამოყენების მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

ესტონეთი რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვას აძლიერებს

ბუნკერების მშენებლობის გეგმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების ზრდის გამო, ესტონეთმა და ბალტიის სხვა ქვეყნებმა სამხედრო მზადყოფნისა და სამოქალაქო თავდაცვის ზომების გაძლიერება დაიწყეს.

ნატოს ოფიციალური პირები აფრთხილებენ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საზღვარზე შეღწევის, საჰაერო სივრცის დარღვევის, დივერსიული აქტებისა და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ.

ევროპული ქვეყნები ასევე აძლიერებენ თავიანთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საოკუპაციო ომი წამოიწყო, ნატომ თავისი აღმოსავლეთი ფლანგი დამატებითი ძალებით გააძლიერა და შესაძლო საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების მზადყოფნა გაზარდა.

საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბრიგადა რუსეთის საზღვარს უახლოვდება

ესტონეთის არმიამ ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა გეგმები, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბრიგადა მუდმივად განთავსდება რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.

გათვალისწინებულია პირველი ბრიგადის დისლოცირება ახლახან გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც საზღვრიდან 50 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

ეს დისლოკაცია მიზნად ისახავს ესტონეთის შესაძლებლობების გაზრდას, რათა ქვეყანამ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმას უპასუხოს.

დაგეგმილი ბუნკერები და ჯარების გადაადგილება ესტონეთის თავდაცვითი პოზიციების გაძლიერების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია იმ პერიოდში, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები უპირატესობას რეგიონულ უსაფრთხოებასა და სამხედრო მზადყოფნას ანიჭებენ.

აღმოაჩინეთ
საუდის არაბეთი სინგაპურის მიწისქვეშა საცავებში ნავთობის შენახვას გეგმავს
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ნეთანიაჰუს ირანთან ომის გეგმებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
ღაზაში პალესტინელების კარვებზე ისრაელის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი
თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის დელეგაციები უსაფრთხოების მოლაპარაკებებისთვის ირანს ეწვევიან
ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის ფრთა სინჯარში იარაღს დაყრის და ერაყის არმიაში მოახდენს ინტეგრაციას
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ახალი ულტიმატუმი ირანს:
ირანი: „მექის ალიანსის“ წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები თეირანს ეწვევიან
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
უზბეკეთმა ირანს „სამარყანდის ისტორიულ მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებული პოსტების გამო ნოტა გადასცა
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ათასობით ისრაელელმა თელ-ავივში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა
რუსეთი: უკრაინაში ლოჯისტიკურ ცენტრებსა და მშრალტვირთმზიდ გემს დავარტყით
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ირანს ხვალ დაესხას თავს ან მასთან დიდი შეთანხმება გააფორმოს
რუსეთი: უკრაინაში პორტსა და მოძრავ მშრალტვირთმზიდ გემს ვესროლეთ
თურქეთმა მკაცრად დაგმო იორდანიაში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა