ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
THY-მ ესპანურ Air Europa-სგან 355 მილიონი დოლარის აქციები შეიძინა
„თურქის ავიახაზებმა“ ხელი მოაწერა შეთანხმებას Air Europa-ს კონტროლის გაზიარების შესახებ, რითაც უკან მოიტოვა ევროპელი კონკურენტები Lufthansa და Air France-KLM.
THY-მ ესპანურ Air Europa-სგან 355 მილიონი დოლარის აქციები შეიძინა
THY-მ ესპანურ Air Europa-სგან 355 მილიონი დოლარის აქციები შეიძინა / Reuters

თურქეთის ავიახაზებმა (THY) ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ესპანური ავიაკომპანია Air Europa-ს დაახლოებით მეოთხედის შესაძენად.

THY აგვისტოში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 300 მილიონი ევროს (355 მილიონი დოლარი) ღირებულების კონვერტირებად სესხში ინვესტირებას მოახდენს. ეს სესხი გადაკეთდება 25-დან 27 პროცენტამდე წილად.

Air Europa-ს აქციების უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც ადრე, Globalia Group-ის მფლობელ ჰიდალგოს ოჯახს დარჩება. British Airways-ის მფლობელი IAG კი შეინარჩუნებს თავის ამჟამინდელ 20%-იან წილს Globalia-სგან შეძენილი აქციებით.

თურქეთის ავიახაზებმა, ევროპელ კონკურენტებს Lufthansa-სა და Air France-KLM-ს აჯობა და მოიპოვა Air Europa-ს კონტროლის გაზიარების უფლება ჰიდალგოს ოჯახთან ერთად.

THY-მ განაცხადა, რომ არ გეგმავს წილის გაზრდას.

ეს გარიგება, რომელიც დასრულდება დაახლოებით 6-დან 12 თვეში საჭირო რეგულაციების დასრულების შემდეგ, Air Europa-ს ღირებულებას დაახლოებით 1.2 მილიარდ ევროდ (1.4 მილიარდ დოლარად) აფასებს.

ეს შეთანხმება იმ პერიოდში შედგა, როდესაც ავიაკომპანიები ცდილობენ შეიძინონ უფრო მცირე და რთულ მდგომარეობაში მყოფი ოპერატორები, რათა მოახდინონ კონტინენტის ფრაგმენტული ბაზრის კონსოლიდაცია.

შეთანხმების გამოცხადების შემდეგ Air Europa-მ განაცხადა, რომ დაფარა დაახლოებით 500 მილიონი ევროს (575 მილიონი დოლარი) ოდენობის სესხი, რომელიც ესპანეთის სახელმწიფო საწარმოო ჰოლდინგ SEPI-დან მიიღო, დაგეგმილზე ერთი წლით ადრე.

აღმოაჩინეთ
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“
სირიის პრეზიდენტი ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეის კომპანიების მაღალი რანგის ხელმძღვანელები მიიღო
ევროკავშირის მოწოდება კრიზისებისთვის მზადყოფნის შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყდება
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლი ჯე მიონი-სთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ვითარება აშშ-ის არჩევნებამდე: დემოკრატები გამოკითხვებში სენატის 7-ვე გადამწყვეტ ბრძოლაში ლიდერობენ
პრეზიდენტ ერდოღანს სამხრეთ კორეაში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ
აშშ საარჩევნო ყუთებთან: არჩევნები ტრამპის მეორე ვადის ბედს გადაწყვეტს
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა