ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა
პოლონეთის დაწყებით სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით შევიდა ძალაში.
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP World-ის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეკრძალებათ ტელეფონებისა და მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება გაკვეთილების, დასვენებებისა და სხვა სასკოლო აქტივობების დროს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი ბავშვებს მსგავსი მოწყობილობების სკოლაში მიტანის უფლებაც არ აქვთ.

რეგულაცია ითვალისწინებს გამონაკლისებს ტელეფონების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენების, საგანგებო სიტუაციებში მშობლებთან კონტაქტის, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისათვის პირდაპირი საფრთხის შემცველი მდგომარეობებისა და გარკვეული ჯანმრთელობის ან სპეციალური საჭიროებების შემთხვევებისთვის.

საშუალო სკოლები (ლიცეუმები) ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ამ აკრძალვის ფარგლებში არ შედიან, თუმცა სკოლებს შეუძლიათ საკუთარი შინაგანაწესით თავად დააწესონ რეგულაციები მოსწავლეების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ეს რეგულაცია ხორციელდება, როგორც მთავრობის უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მავნე ონლაინ კონტენტთან კონტაქტის შემცირებას.

ამასთანავე, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშაობს ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას შეეხება.

აღმოაჩინეთ
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"