ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ილონ მასკი SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზებით მსოფლიოში პირველი „ქაღალდზე ტრილიონერი“ გახდა
SpaceX-ის რეკორდულმა საჯარო განთავსებამ (IPO) კომპანიის ღირებულება 1,77 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა, რამაც მასკის Tesla-სა და SpaceX-ში არსებული აქციების საერთო ღირებულება „ქაღალდზე“ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ილონ მასკი SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზებით მსოფლიოში პირველი „ქაღალდზე ტრილიონერი“ გახდა
ილონ მასკი SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზებით მსოფლიოში პირველი „ქაღალდზე ტრილიონერი“ გახდა

SpaceX-ის კორპორატიულ ჩანაწერებსა და Tesla-ს განცხადებებზე დაყრდნობით ჩატარებული გათვლების მიხედვით, მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების ფასი საჯარო შეთავაზებისას 135 დოლარად განისაზღვრა, ილონ მასკი ქაღალდზე მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა.

SpaceX-მა საჯარო შეთავაზებისას 555,6 მილიონი „A“ კლასის აქცია გაყიდა, რითაც დაახლოებით 75 მილიარდი დოლარი მოიზიდა და კომპანიის ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარად განსაზღვრა. ამან SpaceX, Nasdaq-ის ბირჟაზე (ამერიკული ტექნოლოგიური ბირჟა) „SPCX“ სიმბოლოთი ვაჭრობის დაწყებისთანავე, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად აქცია.

მასკის აქციებმა ისტორიულ ზღვარს გადააჭარბა

აქციების ფასის გათვალისწინებით, მხოლოდ SpaceX-ში მასკის წილის ღირებულება დაახლოებით 866,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამას ემატება მის მფლობელობაში არსებული Tesla-ს დაახლოებით 717,1 მილიონი აქცია (დაახლოებით 286 მილიარდი დოლარი), რაც მასკის მთლიან ქონებას ქაღალდზე დაახლოებით 1,1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის.

ეს გათვლები გაკეთდა იმ დაშვებით, რომ მასკი მიიღებს SpaceX-ის ყველა იმ აქციას, რომლებიც მასზე გეგმიური მაჩვენებლების (პერფორმანსის) მიღწევის შემთხვევაში უნდა გაიცეს. მასკის ქონების 1 ტრილიონ დოლარს გადაცილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ აქციებმაც, რომლებსაც ის მომავალში წარმატებული მუშაობისთვის ჯილდოს სახით მიიღებს.

რეკორდული საჯარო შეთავაზების მიუხედავად, კომპანია ჯერ კიდევ წაგებაზეა

მიუხედავად ღირებულების სწრაფი ზრდისა, SpaceX-ს ჯერ მოგება არ უნახავს. 2025 წელს კომპანიამ შემოსავალი წინა წლის 14 მილიარდი დოლარიდან 18,7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, თუმცა ამავე პერიოდში 4,9 მილიარდი დოლარის წმინდა ზარალი დააფიქსირა.

ეს საჯარო განთავსება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა როგორც SpaceX-ისთვის, ისე გლობალური კაპიტალის ბაზრებისთვის, რადგან მან გადაასწრო Saudi Aramco-ს 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც მანამდე ისტორიაში ყველაზე დიდ IPO-დ ითვლებოდა.

ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, მასკმა, თავისი ქონებით ისტორიაში უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. თუმცა, ეს ციფრი კვლავ დამოკიდებულია ბაზრის მაჩვენებლებსა და SpaceX-ის ამბიციური გეგმების გრძელვადიან განხორციელებაზე.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს