ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, პირველადი მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
გამოცემა „India Today“-ის ინფორმაციით, დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ კოლკატაში მდებარე სასტუმროში ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.
ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მისულმა შესაბამისმა სამსახურებმა სასტუმროდან 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებული 6 პირი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულები ბანგლადეშის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქალაქ კოლკატაში სამედიცინო ტურიზმის მიზნით იმყოფებოდნენ.




















